აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს თეთრ სახლში უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ანგელა მერკელი აშშ-ში 15 ივლისს ჩავა და ეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ მისი პირველი ვიზიტი იქნება ვაშინგტონში.
„კანცლერ მერკელის ვიზიტი აშშ-სა და გერმანიას შორის ღრმა ორმხრივი კავშირების არსებობის დადასტურება იქნება. ლიდერები განიხილავენ თანამშრომლობის საკითხს მთელ რიგ საერთო გამოწვევებზე, მათ შორის კოვიდ-19 პანდემიის დასრულებაზე, კლიმატის ცვლილების საფრთხის დაძლევაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე,“- აცხადებენ თეთრ სახლში.
ცნობისათვის, გაპრეზიდენტების შემდეგ ჯო ბაინდენსა და ანგელა მერკელს შორის ოფიციალური შეხვედრა არ შემდგარა.
IPN.GE