ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს

access_time2020-10-23 15:00:00

ჯო ბაიდენის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

„ჩემი თეთრ სახლში ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში კონგრესს მივმართავ წინადადებით, რომლითაც დავსახავ გზას, რომ აშშ-ში მყოფმა 11 მილიონმა არალეგალმა მიგრანტმა მოქალაქეობა მიიღოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანაში დარჩენასა და მოქალაქეობის მიღებას​ არასრულწლოვანი მიგრანტებიც შეძლებენ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენს საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირებისთვის რვა წელი ჰქონდა და ეს ვერ გააკეთა. მისივე განცხადებით, არასრულწლოვანი მიგრანტები აშშ-ში „ცუდ ადამიანებს“ და „კრიმინალურ კარტელებს“ ჩაჰყავთ.


„ახლა ჩვენ გვაქვს უფრო მტკიცედ გამაგრებული საზღვარი. ჩვენ გვაქვს 400 მილის სიგრძის სრულიად ახალი კედელი. ჩვენ ქვეყანაში ხალხს მხოლოდ ლეგალურად ვუშვებთ და ასეც უნდა იყოს. მედიით გავრცელდა საშინელი საკნების, გალიების ფოტოები და ამბობდნენ, რომ ეს საკნები ტრამპმა მოაწყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი 2014 წელს დაამონტაჟეს, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

1tv.ge

თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up