ჯო ბაიდენმა აშშ-ისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა „სიბიეს“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი აზრით, აშშ-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, ჩვენი უსაფრთხოებისა და ალიანსების დარღვევის კუთხით, რუსეთი წარმოადგენს“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებით, „პუტინი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მასზე დეზინფორმაცია გაავრცელოს. ამასთან, ბადენმა ჩინეთს აშშ-ის მთავარი კონკურენტი უწოდა.
რაც შეეხება აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, მისი მოსაზრებით, აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს.
1tv.ge