„ჯიპიაი ჰოლდინგი“ შეუფერხებლად განაგრძობს სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მარნეულსა და ბოლნისში

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ შეუფერხებლად განაგრძობს სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მარნეულსა და ბოლნისში

access_time2020-03-24 13:27:23

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინფორმაციით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები სამედიცინო მომსახურების ყველა სერვისს უწყვეტად, შეფერხების გარეშე იღებენ, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას, მიმართვას სპეციალისტთან საჭიროების შემთხვევაში, ასევე სამედიცინო სერვისების დაფინანსებას, საგარანტიო წერილს ოპერაციისათვის.  „ჩვენს დაზღვეულებს, რომლებიც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, იზოლაციაში აღმოჩნდნენ, ოჯახის  ექიმი მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის” სამშობიაროს ბაზაზე არსებულ კლინიკაში ემსახურება (რუსთაველის ქ. #112).


,,ჯეოჰოსპიტალსის“ ეს სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მასზე კარანტინი არ ვრცელდება. პაციენტები იქვე, კლინიკიდან გაუსვლელად, იღებენ ყველა საჭირო ამბულატორიულ მომსახურებასაც, აუცილებლობის შემთხვევაში კი სხვა კლინიკებში გადამისამართდებიან. უსაფრთხოების მიზნით, ჯეოჰოსპიტალში ოჯახის ექიმის ვიზიტამდე დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე : 2505222 და დანიშნონ ვიზიტი:   ბოლნისის რაიონში ოჯახის ექიმის სერვისი კი, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია კლინიკაში “ახალი სამედიცინო ცენტრი” (აღმაშენებლის #25). 

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიდევ ერთხელ მიმართავს მაღალი რისკის მქონე  რეგიონში მცხოვრებ დაზღვეულებს, მათივე უსაფრთხოებისათვის, ექიმთან კონსულტაცია დისტანციურად, ტელეფონის საშუალებით გაიარონ.

 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უკვე მეორე კვირაა კურაციოს ბაზაზე პირადი ექიმებისა და პედიატრების ჯგუფია მობილიზებული, იმისათვის რომ ჩვენმა დაზღვეულებმა შესაბამისი კონსულტაცია, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით მიიღონ. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კლინიკა კურაციოს ცხელი ხაზი 2 43 01 01 და ასევე ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცხელი ხაზი  2 505 111, რომელთა მეშვეობითაც ექიმთან კონსულტაციის ჩანიშვნაა შესაძლებელი. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა სავარაუდო შეფერხების შესაძლებლობას ითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში, მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებ დაზღვეულებს რუსულენოვანი პირადი ექიმით მოემსახურება.

 

,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულების მომსახურებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  შეუფერხებლად განაგრძობს. ჩვენს დაზღვეულებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩვენი ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმში მიიღონ კომპანიის ვებპორტალის www.gpih.ge საშუალებით, ან მობილური აპლიკაციით MYgpi (თავსებადია IOS და Android სისტემებზე), ამასთან ისარგებლონ ონლაინ დახმარებით კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.


 

,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულებს სთავაზობს სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ექიმის კონსულტაცია ან საჭირო მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშე,  ასევე საგარანტიო წერილი ოპერაციისთვის კლინიკაში წარსადგენად. ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი დაზღვევს პრემიის გადახდაც.


დაზღვევის შეძენა ან განახლება.  მომსახურების ცენტრებთან, რომლებიც ჩვენი დაზღვეულების და თანამშრომლების უსართხოების მიზნით, გასულ კვირას დაიხურა, სპეციალური ყუთებია განთავსებული, სადაც დაზღვეულებს საჭირო დოკუმენტაციის დატოვება შეუძლიათ. კომპანია მათ დროულ შესწავლას და საპასუხო ზომების მიღებას უზუნველყოფს.


ანაზღაურების გაცემა კი ერთი სამუშაო დღეში ხდება“-ნათქვამია სადაზღვევო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 



 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up