ჯილდოს მონიჭება ზოგადად კარგია, მაგრამ ის, რაც მესტიაში ხდებოდა, კრიტიკას ვერ უძლებს - ცოტნე ჯაფარიძე

ჯილდოს მონიჭება ზოგადად კარგია, მაგრამ ის, რაც მესტიაში ხდებოდა, კრიტიკას ვერ უძლებს - ცოტნე ჯაფარიძე

access_time2022-12-20 16:45:06

ჯილდოს მონიჭება ზოგადად კარგია საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისთვის, მაგრამ ის, რაც მესტიაში შარშან, ზამთარში ხდებოდა, კრიტიკას ვერ უძლებს, - ასე გამოეხმაურა „კომერსანტთან“ საუბრისას „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის ერთ-ერთს გამარჯვებულად მესტიის დასახელებას.


როგორც ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, გასულ ტურისტულ სეზონზე მესტიაში საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო.


„ჯილდოს მონიჭება ზოგადად კარგია საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისთვის, მაგრამ ის რაც ხდებოდა შარშან ზამთარში მესტიაში კრიტიკას ვერ უძლებს, როდესაც ელექტროენერგია ითიშებოდა ორ საათში ერთხელ იმიტომ, რომ სრულიად უკონტროლოდაა ბიტკოინების წარმოება. პლუს არაერთხელ გაითიშა საბაგიროები ღამით, როდესაც ხალხი გამოდის და ერთობა. გზებს რაც შეეხება მესტიამდე ასასვლელს, რაც გაკეთდა კატასტროფულ მდგომარეობაშია. შიდა გზები, თვითონ მესტიაში და თეთნულდზე ასასვლელი გზა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კარგია, რომ ჯილდოს გვაძლევენ, მაგრამ რეალობა ეს არის“, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.




ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ მან არ იცის, თუ რა კრიტერიუმების დაფუძველზე მიიღო მესტიამ  ჯილდო. მისი შეფასებით, მესტიაში არსებული პრობლემები ტურისტს იქ დაბრუნების სურვილს აღარ გაუჩენს

„ამ პრობლემებს რომ ერთხელ ჩამოსული ტურისტი ნახავს ის მეორეჯერ მესტიაში აღარ ჩამოვა“ აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.


აღსანიშნავია, რომ „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა. „Best Tourism Villages by UNWTO“-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნია ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ.




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up