ჯანდაცვაში საქართველოში ჯიბიდან გადახდების წილი 48%–ს, ევროპის ქვეყნებში კი 30%-ს შეადგენს

ჯანდაცვაში საქართველოში ჯიბიდან გადახდების წილი 48%–ს, ევროპის ქვეყნებში კი 30%-ს შეადგენს

access_time2021-07-29 10:00:16

„ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%)“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბარსელონას ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში ფინანსური დაცვაა შეფასებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული სტანდარტების მიხედვით, საქართველოში საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე კვლავ დაბალია. მათი ინფორმაციით, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საკმაოდ მაღალი სიღარიბის კოეფიციენტი და ჯანდაცვაზე კატასტროფულად მაღალი დანახარჯები აქვს.


ორგანიზაციის განმარტებით, კატასტროფული დანახარჯები ძირითადად განპირობებულია როგორც ამბულატორიულ სამკურნალო საშუალებებზე, ასევე სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობაზე ჯიბიდან გადახდებით. ოჯახების შემოსავლების კვლევის მონაცემებით, ჯიბიდან გადახდების წილი 2010 წელს არსებული 68%-იდან 2016 წელს 79%-მდე გაიზარდა, ხოლო 2017 და 2018 წლებში 75%-მდე შემცირდა. ჯიბიდან გადახდები შეადგენს 2018 წლის ოჯახების ხარჯების მთლიანი მოცულობის 9%-ს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია 2013 წლის 7%-თან შედარებით.

 

„საქართველოში ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებელი ასახავს დაბალ სახელმწიფო დანახარჯებს ჯანდაცვაზე. ფინანსური დაცვის გაძლიერებისათვის, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემაში მუდმივი სახელმწიფო ინვესტიცია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ახალი ინვესტიცია მიმართული უნდა იყოს მოცვის მხრივ არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ, პრიორიტეტად უნდა დადგეს ხელმოკლე ოჯახებისათვის და ჯანდაცვის სერვისებით რეგულარულად მოსარგებლე პირებისათვის უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა. მომსახურების ფასების (მათ შორის, მედიკამენტების ფასების) და მოცულობების უკეთ დარეგულირების შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება. ნებისმიერი ღონისძიება ფინანსური სტიმულირების შესამცირებლად, რომელიც ადამიანებს სტაციონარული მომსახურებისაკენ უბიძგებს, უნდა განხორციელდეს პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების თანხლებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჯიბიდან გადახდების ყველაზე დიდ წილს მუდმივად შეადგენს მედიკამენტების ხარჯები (69% 2018 წელს), რასაც მოჰყვება სტაციონარული მომსახურების (14%) და ამბულატორიული მომსახურების (11%) ხარჯები. ჯანდაცვის სხვა მომსახურებაზე ხარჯების ძალიან მცირე წილი მოდის. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების წილი დროთა განმავლობაში გაიზარდა, მაშინ როდესაც სტაციონარული მომსახურების წილი შემცირდა 2013 - 2016 წლებში, ხოლო 2017 წელს ისევ ზრდა დაფიქსირდა.

 


„ჯანდაცვაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი 2005 წელს მაღალი მაჩვენებლიდან – 80%-დან 2008 წელს შემცირდა 66%-მდე, შემდეგ, 2011 წელს გაიზარდა 76%-მდე, ხოლო 2018 წელს კვლავ შემცირდა და შეადგინა 48% (ჯანმო, 2020 წ.). გასული რამდენიმე წლის განმავლობაში შემცირება ასახავს 2013 წლიდან ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების მნიშვნელოვან ზრდას. თუმცა, ჯანდაცვაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი კვლავ საგრძნობლად აღემატება ევროპის რეგიონის ქვეყნების საშუალოს (30% 2018 წელს), და მშპ-ში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები ჯერ ისევ დაბალია (2.8% საქართველოში, ხოლო ევროპის რეგიონში საშუალო 4.9% 2018 წელს) (ჯანმო, 2020 წ.)“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ჯანდაცვაზე მიმდინარე ხარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი - რაც მათი ინფორმაციით, აღსანიშნავი მიღწევაა და ასახავს საჭირო საჯარო ინვესტიციას ჯანმრთელობაში, ჯიბიდან გადახდები ჯერ ისევ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების ერთადერთი უმსხვილესი წყაროა.

 

თუმცა, დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ ჯანდაცვაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი არ შემცირდა ისეთი სისწრაფით, როგორითაც მოსალოდნელი იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ჯანდაცვის რეფორმებმა წარმატებით შეამცირა წვდომის ფინანსური ბარიერები, რასაც მოჰყვა ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მანამდე არ იყო მოცული:

 

„საშუალოდ, ჯიბიდან გადახდა ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 200 ლარს შეადგენდა 2018 წელს, და დახარჯულ მოცულობებში ყველაზე დიდი სხვაობა ყველაზე ღარიბ კვინტილში (73 ლარი) და ყველაზე მდიდარ კვინტილში (464 ლარი) გამოიკვეთა. ჯიბიდან გადახდები რეალურად 2010-დან 2011-მდე და 2013-დან 2017-მდე პერიოდებში გაიზარდა და ოდნავ შემცირდა 2012 და 2018 წლებში.  2018 წელს ჯიბიდან გადახდამ საშუალოდ შეადგინა ოჯახების მთლიანი დანახარჯების თითქმის 9% . ეს თანაფარდობა მაღალია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით (ჯანმო-ს რეგიონული ოფისი ევროპაში, 2019). ოჯახების ბიუჯეტში ჯიბიდან გადახდების წილი 2011-2013 წლებში შემცირდა და შემდეგ მკვეთრად გაიზარდა 2017 წლამდე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

დოკუმენტში წერია, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაბალია ევროპული სტანდარტების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის მიმდინარე ხარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, ჯიბიდან გადახდები კვლავ ჯანდაცვაზე დანახარჯების ერთადერთ უდიდეს წყაროს წარმოადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up