ჯერჯერობით უცნობია, რატომ ჩავიდა ვენესუელაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ჩავიდა ვენესუელაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი

access_time2019-06-25 13:57:30

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ილ-62 ორშაბათს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩაფრინდა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება.


ეს არის თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-86496, რომელმაც კარაკასის აეროპორტში მარტშიც განახორციელა ფრენა სატრანსპორტო თვითმფრინავ ან-24-თან ერთად. მაშინ ვენესუელაში რუსეთის 100-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა.


მარტში ვენესუელაში რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავის ჩასვლამ დაძაბულობა გამოიწვია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კრემლს ვენესუელის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაში დასდო ბრალი, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავებით ჩაიყვანეს მხოლოდ სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებოდნენ იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს.



ვენესუელაში უკვე ნახევარი წელია გრძელდება დაპირისპირება აშშ-ის და ევროპისა და სამხრეთ ამერიკის უმეტესი ქვეყნის მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებულ ხუან გუაიდოსა და რეალური ძალაუფლების მფლობელ ნიკოლას მადუროს შორის. მადუროს მხარს უჭერენ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა და ბოლივია.


ვენესუელის ინფორმაციის სამინისტროსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ უპასუხიათ მასმედიის მოთხოვნაზე, რა არის ვენესუელაში რუსეთის თვითმფრინავის ჩასვლის მიზეზი.


რადიო თავისუფლება





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up