კორონავირუსის პანდემიის გამო, ღამის კლუბების გახსნის თარიღი კვლავ გაურკვეველია.
როგორც „კომერსანტს“ კლუბ" ხიდის" წარმომადგენელმა თამუნა აქსანდერმა განუცხადა „ხიდს“ მუშაობა ჯერ არ განუახლებია და შეზღუდული რაოდენობის გამო სასმელზე ფასიც გაძვირდება და ბილეთის ფასიც.
„ხიდმა მუშაობა ვერ განაახლა, მხოლოდ ერთი ივენთი ეზოს ტერიტორიაზე, მთაწმინდაზე გვქონდა და ერთი „ცისკარის“ ტერიტორიაზე. "ხიდი" კვლავ დაკეტილია.
მერიასთან ვართ მუდმივ კონტაქტზე, ჯერჯერობით მხოლოდ გარე ივენთებზე გვაქვს ნებართვა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროდან რეგულაციების მოლოდინში ვართ.
ჯერჯერობით ვერ გვეუბნებიან როდის შევძლებთ გახსნას, ჩვენ ივენთზე იმდენი ადამიანი იყო, რეგულაციებით რამდენის დასწრების უფლებაც გვქონდა, სხვებთან არ ვიცი რა ხდება, ბათუმშიც დადის ხალხი და სავსეა კლუბები.
რაოდენობა შეზღუდულია და ათას კაცს შეუძლია შემოსვლა, აქედან გამომდინარე ბილეთის ფასიც და სასმელიც გაძვირებულია“ — აღნიშნავს თამუნა აქსანდერი
„კომერსანტი“ ღამის კლუბ „მტკვარზე-ს წარმომადგენელს ქეთა გაბუნიას დაუკავშირდა, თუმცა მან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არაფერი აქვთ მოფიქრებული.
ჩვენც საკმაოდ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ და ვერანაირ განცხადებებს ვერ ვაკეთებთ.“ - აცხადებს ქეთა გაბუნია.
თაკო კვაჭანტირაძე