ჯერალდ კონოლი - ჩემი ანგარიში სიგნალია რუსეთისთვის, რომ საქართველო პერსპექტიული წევრია ნატო-სთვის, რუსეთმა მას თავი უნდა დაანებოს

ჯერალდ კონოლი - ჩემი ანგარიში სიგნალია რუსეთისთვის, რომ საქართველო პერსპექტიული წევრია ნატო-სთვის, რუსეთმა მას თავი უნდა დაანებოს

access_time2019-10-13 14:45:29

ჩემ მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში პოლიტიკის კომიტეტმა დაამატკიცა, არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო ნატო-სთვის არის პერსპექტიული წევრი, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და მისცეს უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.


მისი თმით, ზოგიერთ პოლიტიკოსს სჯერა, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს და პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და დემოკრატიისკენ სწრაფვას.


„ნატო-ს ალიანსი არსებობს იმისთვის, რომ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნები შეკრიბოს ერთად. ნატო ეს არის უსაფრთხოების კავშირი, მაგრამ ის ასევე არის კავშირი, რომელშიც ჩვენ ვიზიარებთ და ვახალისებთ იმ ღირებულებებს, რომელიც აახლოებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რას სთავაზობს ნატო საქართველოს? აქ შეკითხვა ორგვარად ისმის – თავად საქართველო რას სთავაზობს ნატო-ს: ჩვენ ვხედავთ საქართველოს მისწრაფებას. ეს არის სამხედრო თავსებადობა ნატო-სთან. მჯერა, საქართველო მიისწრაფის დემოკრატიული საზოგადოების, ინსტიტუტების მშენებლობისკენ. ამასთანავე, ნატო-მ პატივი უნდა სცეს იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რის გაკეთებასაც მომავალში აპირებს, გაიაზროს, რა რთულ სამეზობლოშია საქართველო. ნატო-ს დახმარების ხელი და დაცვის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამეზობლოსთვის, როგორიც საქართველოა. საქართველოზე სპეციალურად არის ხაზგასმა, რადგან ვხედავ, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი და ნატო-ს ყოყმანს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა ფიქრობ, ეს ანგარიში ასევე არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო არის პერსპექტიული წევრი ნატო-სთვის, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და უნდა მისცეს ქვეყნას უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა ჯერალდ კონოლმა.



ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის მიერ მომზადებული ანგარიში დაამტკიცა.


ანგარიშის მე-17 და 42-ე მუხლებში საუბარია საქართველოზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმაზე, რომ ნატო-სთვის კვლავ გამოწვევად რჩება აგრესიული რუსეთი.


1tv





„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-29 21:30:43
„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა 1.2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ 2.„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის...

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...


მსგავსი სიახლეები

up