,,ჯერ კიდევ ვფიქრობ, ჩავიბარებ თუ არა წელს მანდარინს“ - ციტრუსის ექსპორტიორი კომპანია

,,ჯერ კიდევ ვფიქრობ, ჩავიბარებ თუ არა წელს მანდარინს“ - ციტრუსის ექსპორტიორი კომპანია

access_time2020-10-30 13:30:00

კორონავირუსის გამო შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო ექსპორტიორი კომპანიების ნაწილი ქვეყნიდან პროდუქტის გატანას უკვე სიფრხილით ეკიდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ,,აჭარა ქეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელმა კახა შავაძემ განუცხადა, ჯერ კიდევ არ იცის, ჩაიბარებს თუ არა ფერმრებისაგან მანდარინს, რომელიც საექსპორტოდ გააქვს.

კახა შავაძე, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თავს იკავებს მანდარინის ჩაბარებისა და ექსპორტის დაწყებისაგან, რადგან ლოქდაუნის შემთხვევაში, „დამღუპველ ფინანსურ ზარალს“ მიიღებს.

,, ჩემი კომპანია ხარისხზე მუშაობს. სხვადასხვა ხილის ექსპორტს ვახორციელებთ რუსეთში. ქსელებს ვამარაგებთ. მაღალია ხარისხი და შესაბამისად, ფასიც შედარებით მეტია, ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს. წელს, პანდემიის გამო, ძალიან მცირე რაოდენობით ტვირთი გავგზავნე, რადგან არ ვიცოდი როდის მოხდებოდა საზღვრების ჩაკეტვა, ან რომელიმე რეგიონის ლოქდაუნი, ამიტომ დიდ რისკზე ვერ წავედი და ვმუშაობდი ძალიან ფრთხილად. სულ 5 მანქანა გავგზავნე, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა, არადა ძალიან კარგი მოსავალი იყო, მაგრამ სულ ეპიდ აფეთქების შიში მქონდა.

ახლა ცოტა არ იყოს თავს ვიკავებ მანდარინის ჩაბარების და გაგზავნისაგან. წმინდა ეკონომიკური გათვლების გამო. მანდარინის სეზონი ერთი თვიდან თვენახევრამდე გრძელდება, მომზადებას კი ინვესტიცია სჭირდება. შესაფუთი მასალების ყიდვა და სხვა საორგანიზაციო საკითხები. უცებ, ლოქდაუნი რომ გამოცხადდეს, ფინანსურად დავიღუპები. წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით თავს ვიკავებ. ყველა რისკის გადაზღვევას ვცდილობ. მირჩევნია, არ მოვიგო, ვიდრე წავაგო. ამიტომ, სავარაუდოდ წელს ციტრუსის ექსპორტზე არ ვიმუშავებ.“- განაცხადა ,,აჭარა ქეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი.


ცნობისთვის, 2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთში – 20 000 ტ. უკრაინაში – 5 200 ტ.• სომხეთში – 4 400 ტ.


BPN.GE 



თეგები:
ციტრუსი



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up