“ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის თითოეული მგზავრი, რომელიც ტაქსით სარგებლობს“ - ეკა ლალიაშვილი

“ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის თითოეული მგზავრი, რომელიც ტაქსით სარგებლობს“ - ეკა ლალიაშვილი

access_time2019-02-20 14:30:56


„თითქმის ყოველდღე ვმგზავრობ ტაქსით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე შემხვდა ისეთი ტაქსი, რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა აღებული. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ ჩემი ჩაჯდომის შემდეგ მძღოლმა ტაქსის ნიშანი მოხსნა და ისე მიმიყვანა დანიშნულების ადგილამდე. ერთხელ პატრულმაც გაგვაჩერა, ტაქსის ნიშანი ამ მძღოლსაც მოხსნილი ჰქონდა, ძალიან მთხოვა, თუ რამეს მკითხავდნენ, მეთქვა, რომ მისი ახლობელი ვარ და სახლში მივდიოდით. პატრულს არაფერი უკითხავს, შესაბამისად, მეც არაფერი მითქვამს, გადაამოწმეს მძღოლი და ჩვენ გზაზე წავედით,“ - უყვება კომერსანტს“ დავით გრატიაშვილი.


თბილისის მერის ინიციატივით, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება გასული წლის აგვისტოში შევიდა.  ახალი რეგულაციების მიზანი, თბილისის მერის განცხადებით, ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა ექვსი თვის შემდეგ და როგორ აისახა ახალი რეგულაცია ტაქსის მომხმარებელზე.  


ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის თითოეული მგზავრი, რომელიც ტაქსით სარგებლობს, რადგან არ ვიცით, რამდენად კვალიფიციურები არიან ის ადამიანები, რომლებიც მანქანას მართავენ, - ასე აფასებს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ტაქსების სფეროში ამოქმედებულ რეგულაციებს.



როგორც ეკა ლალიაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ტაქსების დარეგისტრირების გარდა, ამ რეგულაციას სხვა სიკეთე არ მოჰყოლია. 


ქალაქის მერი ხშირად საუბრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე, ველოდებით, როდის დაიწყება ტაქსების რეგულირების სფეროზე საჯარო საუბარი  და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით. ჯერჯერობით  გარდა იმის, რომ ტაქსების თეთრად გადაღებვაში სარეკლამო კომპანიამ გაიმარჯვა, არაფერი გვსმენია. ტაქსების უსაფრთხოება არ წარმოადგენს მხოლოდ ფერის შეცვლას, მიუხედავად იმისა რომ ვიზუალიც მნიშვნელოვანი ნაწილია.


 ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მძღოლების მიმართ მოთხოვნების წაყენებაა საჭირო, რომ იყოს პროფესიონალი, მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, ყველა ის პარამეტრი იქნას განხილული, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს და საერთაშორისო გამოცდილებები დაინერგოს. ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი, თუმცა 6 თვის პერიოდიც მნიშვნელოვანი დროა იმისთვის, რომ ნელ-ნელა მივდიოდეთ წინ, მაგრამ, ფაქტია, ჯერჯერობით არაფერი იცვლება,“ - განმარტავს ეკა ლალიაშვილი.


დღევანდელი მონაცმებით TAXI.GOV.GE- ზე რეგისტრირებულია 26 919 ტაქსი. “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ შესაძლებელია, ეს რიცხვი სრულად არ ასახავდეს თბილისში არსებულ რეალობას და ტაქსების ნაწილი ისევ ულიცენზიოდ გადაადგილდებოდეს.


ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ტაქსების ნაწილი ულიცენზიოდ მუშაობდნენ, იმიტომ, რომ არ გვინახავს იმის სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია დაჯარიმებული იმის გამო, რომ ლიცენზია არ აქვს. ჯერ-ჯერობით ეს სისტემა გამართულად არ მუშაობს. ეს იყო მცდელობა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემის მოგვარების. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი მიჩუმდა. საბოლოო შეფასებებს ვერ ვაკეთებთ, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ მდგომარეობა შეიცვლება,“ - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.



ტაქსების მონიტორინგი საპატრულო პოლიციას ევალება, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ტაქსია დაჯარიმებული დედაქალაქში ულიცენზიოდ გადაადგილების გამო.  „კომერსანტმა“ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უკვე გამოითხოვა და უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

 

ბაჩო ადამია




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up