„ჯერ დიაგნოზი უნდა დავსვათ და მერე საჭიროა მკურნალობა“- ირაკლი იაშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აფასებს

„ჯერ დიაგნოზი უნდა დავსვათ და მერე საჭიროა მკურნალობა“- ირაკლი იაშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აფასებს

access_time2020-03-20 17:00:53

 „როდესაც ჩაივლის კორონავირუსის პანდემია, გამოჩნდება რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა ეკონომიკურად. ჯერ დიაგნოზი უნდა დავსვათ და მერე საჭიროა მკურნალობა, ეს არის კრიზისის მენეჯმენტი.“ - ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა.


ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მოულოდნელი დარტყმისთვის მზად არათუ საქართველო, არამედ მსოფლიოს ძლიერი  ქვეყნის ეკონომიკები არ იყვნენ, თუმცა, სახელმწიფოსგან უკვე არსებული ღონისძიებების გარდა დამატებით ეფექტურობის მოლოდინი არ აქვს.


„მე არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ეს არის მსოფლიო სტიქია და არ ვიცით მომავალში რა დარჩება ქვეყნის ეკონომიკისგან. მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები ეძებენ გამოსავალს და ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები ეკონომიკურად, რომ ბიზნესმა დარტყმა არ მიიღოს. არ ველოდები რამეს და არც ვთხოვ მთავრობას. რაც ამ ეტაპზე გასაკეთებელია კეთდება, ეს არის მინიმალური და ლოკალური ღონისძიებები და არა გრძელვადიანი, რასაც ვერც გააკეთებს მთავრობა.  არავინ არ იყო ასეთი დარტყმისთვის მზად, თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, ჩვენ 2-3 კვირით გავასწარით დანარჩენ მსოფლიოს  ღონისძიებების განხორციელებაში. ახლა მთავარი ამოცანა არის ის, რომ ვირუსის გავრცელება არ იყოს დიდი, პროდუქტი არ შემცირდეს და ძველი ფასები შენარჩუნდეს. ეკონომიკა სად იქნება ერთი თვის მერე,  არავინ იცის ეს მსოფლიო ომია და ჩვენ ვართ ასეთი ძლიერი ქვეყნების კარიკატურა, რომლებიც თავს იმტვრევენ ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.“ - განმარტავს ირაკლი იაშვილი.



შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კერძო სექტორი სახელმწიფოს ფინანსურ  დახმარებას სთავაზობს. ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, საქართველოს ეკონომიკა შესაძლებელია სერიოზული საფრთხის წინაშე დადგეს, ამის გამო ბიზნესის ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მათი დახმარება სჭირდება, ნაწილი კი აცხადებს, რომ არსებულმა მდგომარეობამ კერძო სექტორზეც უარყოფითად იმოქმედა.


მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up