„ჯერ დაიწყეთ საქმე  და შემდეგ იზრუნეთ მის სრულყოფაზე“ - ჯეფ ბეზოსის 3 პრინციპი ბიზნესში

„ჯერ დაიწყეთ საქმე და შემდეგ იზრუნეთ მის სრულყოფაზე“ - ჯეფ ბეზოსის 3 პრინციპი ბიზნესში

access_time2017-10-01 20:00:00

კომპანია Amazon-ის მსოფლიო რეიტინგებში ლიდერობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა,  მისი ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის მიერ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი იყოს. ჟურნალისტმა ზეტ რანამ მოყვა ამ მისი 3 პრინციპის შესახებ, რომლის გაზიარებაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.

 

90-იანი წლებში, ინტერნეტ-რევოლუციის დასაწყისში ჯეფ ბეზოსი უკვე 30 წლის იყო. გლობალური ქსელი ჯერ ძალიან შორს იყო დღევანდელი მდგომარეობისგან, თუმცა მასზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ტექნოლოგიების ათვისების ტემპმა მოახდინა.

 

მომავალ მილიარდერს არ სურდა ამ საშუალების დაკარგვა, ამიტომაც მან სწრაფად შეადგინა 20 პროდუქტის სია, რომლის მიწოდებაც შესაძლებელი იყო ინტენეტით. საბოლოო ჯამში მან შეაჩერა არჩევანი წიგნებზე.

 

შესაძლებელია Amazon-ის ბიზნესს დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავი არ იყო, თუმცა დღეს ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, წიგნების ონლაინ-მაღაზია. ამ დროისთვის ის უკვე დომინირებს არა მხოლოდ ვაჭრობაში, არამედ ბევრს სხვა დარგშიც.

 

ერთი შეხედვით, ბეზოსის მიდგომა კომპანიის განვითარების სტრატეგიისადმი გამოირჩეოდა რამდენიმე თავისებურებით - ის ყოველთვის კონცენტრირებული იყო კლიენტების საჭიროებებზე, არასდროს არ ანელებდა  მუშაობის ტემპს და ხშირად ახდენდა მოკლევადიანი მიზნების იგნორირებას გრძელვადიანის სასარგებლოდ.

 

Amazon –  წარმოუდგენელი კორპორაციაა, თუმცა მისი ძირითადი ინსტრუმენტები ადვილად ამოსაცნობია.

 

 

1 – განასხვავეთ მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები

 

ყოველდღე ჩვენ გვიწევს დიდი თუ პატარა გადაწყვეტილებეის მიღება და ხშირად, დროის თუ სტრესის ზეწოლის ქვეშ ჩვენი გადაწყვეტილებები არასწორია. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ მოვლენების მნიშვნელობას შემთხვევითი ფაქტორებით ვაფასებთ. იმის მიუხედავად, რომ საქმე შეიძლება არ იყოს არც აუცილებელი და არც სასწრაფო, ჩვენ ხშირად ვკიდებთ მას ხელს იმის გამო, რომ ამას ითხოვს გარემოცვა.


 

ჯეფ ბეზოსის აზრით, ყველა გადაწყვეტილება იყოფა 2 კატეგორიად  - კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომელიც მოქმედებს სტრატეგიაზე, და ნაკლებად საპასუხისმგებლო. Amazon-ში ამ ორ კატეგორიას შორის არსებობ გაყოფა მენეჯმენტის დონეზე - მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ხელმძღვანელობა,  დანარჩენები მთლიანად მიბარებულია საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერებზე.

 

სხვა  კომპანიებში ეს ზღვარი გავლებული არაა და ამიტომაც ხელმძღვანელობას ხშირად უწევს რუტინული საკითხების გადაწყვეტა, მაშინ, როდესაც სერიოზული პრობლემები შესაბამისი ყურადღების გარეშე რჩება. ეს მარტივი და ეფექტური სისტემა ეხმარება მენეჯმენტს მიაქციოს ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს.

 

2 – ნუ იყენებთ ბრმად აწყობილ პროცესებს

 

რაც მეტია ტექნოლოგიები, მით უფრო მაღალია ავტომატიზაციის დონე. რაც მეტია მონაცემები, მით უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი მათი გამოყენება. Amazon-ს მასშტაბის კომპანიებს უზარმაზარი რესურსი გააჩნიათ იმისთვის,  რომ სამუშაო იყოს უფრო ადვილი. თუმცა ბეზოსი აფრთხილებს ყველას  - ნუ დაკარგავთ სიფთხილეს, რადგანაც ტექნოლიგია არის პროცესი, მაგრამ პროცესი არაა მთავარი.

 

ბეზოსის აზრით პროცესები ემსახურება ბიზნესს იმისთვის, რომ ბიზნესი მოემსახუროს კლიენტებს. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს პრობლემა იმაშია, რომ ხშირად მენეჯერები ზედმეტად ენდობიან ტექნოლიგიებს და არ ითვალისწინებენ ადამიანურ გამოცდილებას.

 

„თუ თქვენს საქმიანობაში არ ითვალისწინებთ ადამიანურ ფაქტორს - შორს ვერ წახვალთ. ამიტომაც ავტომატიკასთან ერთად, ყველა არსებული ცოდნა უნდა გამოიყენოთ პროცესში“ - თვლის მილიარდერი.

 

 

3 – აამუშავეთ იდეები 70%-იან მზადყოფნის სტადიაზე, დანარჩენი - დაამუშავეთ საქმიანობის პროცესში

 

არის ერთი შემოწმებული წესი - რაც უფრო დიდხანს ფიქრობთ რაღაც საქმეზე, მით მეტს დაკარგავთ მისი წარუმატებლობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ხელოვანი, თქვენი ნაწარმოები ალბათ, არასდროს არ იქნება იდეალური,  ხოლო წვრილმანი ხარვეზების გამოსწორებას  მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე იქნება სარგებელი შესაძლებელი გაუმჯობესებისგან.  ამიტომაც, ჯერ თქვენი იდეის რეალიზება დაიწყეთ, შემდეგ კი მუშაობის პროცესში ხარვეზები შეასწორეთ. ასეთი მიდგომა  დაგეხმარებათ აქტიურობის შენარჩუნებაში და იმაშიც, რომ არ დარჩეთ საკუთარი ჩვევების ტყვეობაში.

 

იდეალური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი არის უმოკლესი გზა წარუმატებლობისკენ. ბეზოსმა განსაზღვრა  ოპტიმალური ზღვარი - სასურველი იდეალის 70%. ამის შედმეგ ის იწყებს შეცდომების ფრთხილ შესწორებას. შეცდომები შესწორება ყველა შემთხვევაში უფრო იაფია,  ვიდრე  სრულყოფილების მოლოდინში უსაქმოდ ჯდომა.

 

ჯერ დაიწყეთ საქმე და შემდეგ იზრუნეთ მის სრულყოფაზე.

 

ეს არის ერთ-ერთი რეცეპტი იმ წარმატების,  რომელსაც  კომპანიამ და მისმა დამაარსებელმა მიაღწიეს.

 

 

rb.ru



„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up