ჯერ ცნობილი არაა თუ რა მოთხოვნები ექნებათ ტურისტებთან ევროკავშირის ქვეყანაში საზღვრის კვეთისას

ჯერ ცნობილი არაა თუ რა მოთხოვნები ექნებათ ტურისტებთან ევროკავშირის ქვეყანაში საზღვრის კვეთისას

access_time2020-06-16 14:52:17

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, მესამე ქვეყნებიდან შენგენის სივრცეში მგზავრობის შეზღუდვა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდა. აღნიშნული გულისხმობს შეზღუდვების ეტაპობრივ მოიხსნას. საზღვრები გაიხსნება მხოლოდ რიგი ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივად შეირჩევა. შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა -ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, დანერგილი უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. შერჩევის პროცესის დროს გამოყენებულ იქნება ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემები. წევრი ქვეყნები კოორდინირებულად შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. პირველ ეტაპზე შეზღუდვა მოიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ევროკავშირის მსგავსი ან უკეთესია. ქვეყნების სია რეგულარულად განახლდება.



რაც ქვეყნების დამატებას ასევე ამოღებას გულისხმობს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად.


პარტნიორ ქვეყნებთან ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მყარი მხარდაჭერა მიიღო, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება. აღნიშნული განაპირობა, როგორც საქართველოს წარმატებულმა ბრძოლამ კოვიდთან, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დანერგილმა უსაფრთხოების მკაცრმა რეგულაციებმა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას ტურისტების მისაღებად და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებას. რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყანას, რომელიც მზადაა ყველა საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დაცვით უმასპინძლოს ტურისტებს.


არაერთმა გავლენიანმა და მაღალრეიტინგულმა საერთაშორისო პლატფორმამ მათ შორის: Washington Post, CNN, Forbes, Conde Nast Travel და სხვა. ვრცელი სტატია და უმაღლესი შეფასება მიუძღვნა საქართველოს, როგორც წარმატებულ ქვეყანას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.



გავლენიანი გამოცემა Time ევროპაში საზღვრების გახსნას ეხმაურება. გამოცემის ინფორმაცით ევროპის ბევრმა ქვეყანამ ერთმანეთში საზღვრების გახსნა დაიწყო, თუმცა გარკვეული სახის შეზღუდვები არ გაუქმებულა.


“ტურისტებს ამერიკიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში სამოგზაუროდ მოცდა მოუწევთ. ევროპა საზღვარს ზოგიერთი ქვეყნისთვის მომავალი თვიდან გახსნის, მაგრამ დეტალები უცნობია.“-წერს Time.


გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებისთვის სხვადასხვა რეგულაციებია დაწესებული და გარკვეული ტიპის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, რომელიც გულისხმობს, როგორც 2 კვირიან კარანტინს, ასევე ტესტირებას და სხვა საჭირო პროცედურებს.


ამ ეტაპზე ევროკავშირს ჯერ არ გამოუქვეყნებია რეკომენდაციები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნებთან და რა მოთხოვნები ექნებათ ტურისტებთან ევროკავშირის ქვეყანაში საზღვრის კვეთისას.




თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up