„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

access_time2020-11-30 15:00:05

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში განგვიცხადეს, რომ მათ საახალწლო პროდუქციაზე კონკრეული რეკომენდაციები მიიღეს, რის მიხედვითაც ეს ნივთები ონლაინ უნდა გაიყიდოს, თუმცა ამ ეტაპზე იურისტები არკვევენ, თუ რამდენად აქვს ქსელს ამის უფლება. მარკეტინგის განყოფილების უფროსმა ანა ნადირაშვილმა ასევე განმარტა, რომ სავარაუდოდ საახალწლო პროდუქციის გაყიდვა ადგილზე „კარფურის“ ქსელებსაც აეკრძალებათ.


„ამ ეტაპზე, გარკვევის პროცესში ვართ, რამდენად შეგვიძლია გავყიდოთ საახალწლო პროდუქცია. რადგან არ გვქონდა საბოლოო პასუხი, ამიტომ დროებით ჩვენს ფილიალში ვერ იყიდით ამ ნივთებს. მაკონტროლობელმა ორგანოებმა გვითხრეს და მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ეს ყველაფერი გაყიდულიყო დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. საბოლოდ, ვყიდით თუ ვერ ვყიდით, ჯერ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. რაც შეეხება სხვა ქსელებს, შესაძლებელია "კარფურსაც" შეუწყდეს გაყიდვის უფლება საახალწლო პროდუქციაზე.  ჯერ არ ვიცით, ჩვენთან იკრძალება და „კარფურში“ რჩება თუ არა ამის ნებართვა. ჩვენი იურისტი მუშაობს ამ თემაზე და საბოლოო პასუხს ველოდებით,“ - განმარტავს „სუფთა სახლის“ მარკეტინგის განყოფილების უფროსი ანა ნადირაშვილი.

 


საახალწლო პროდუქცია არ იყიდება ჰიპერმარკეტების ქსელ ფრესკოშიც, საუაბრია არა მხოლოდ საახალწლო სათამაშოებსა და მოსართავებზე, არამედ ტექნიკასა და სამზარეულოს ინვენტარზე.








Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს

Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს
access_time2021-04-15 19:00:44
ბოლო თვეებში რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მათ მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. თუმცა, სწორედ დღეს, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები სრულიად რეალური პერსპექტივა გახდა.   რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციამ ეს იდეა, რომელიც აქამდე დაუჯერებელი ჩანდა, ინვესტორებისთვის რეალური თავის ტკივილად...

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის
access_time2021-04-15 20:00:23
მოსკოვმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1 ივნისამდე აკრძალა. ამის მიზეზად თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დასახელდა.   შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს - ბოლო კვირების მანძილზე ინფიცირების რიცხვი თურქეთში რეკოდრებს ხსნის, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად კი საქმე სულ სხვა რამეშია.   არადა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში  რამდენიმე დღის წინ შვებით ამოისუნთქეს.  აქ ჩამომსვლელ ტურისტთა შორის დიდი წილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
access_time2021-04-15 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები   მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემა რომ არის იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ...

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-04-15 18:00:17
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 15 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 16 აპრილისთვისაა) ეროვნული...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის
access_time2021-04-15 15:10:27
მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. როგორც კომერსანტმა გაარკვია ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა ჩოგბურთელისგან კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  მოითხოვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ინვესტორის ადვოკატს, მარიკა არავეძეს, თუმცა მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ...


მსგავსი სიახლეები

up