NATO-ს სამიტამდე „ჯეოქეისის“ ოფისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა

NATO-ს სამიტამდე „ჯეოქეისის“ ოფისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა

access_time2022-06-27 17:05:39

 ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ოფისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების  ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.


პრესკონფერენციაზე სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალური მდივნისა და ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების მისამართით მომზადებული წერილი გაასაჯაროვეს.


„საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მიზანია ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, სტაბილურობის, განვითარების და მშვიდობის ხელშეწყობა, და ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭების, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობთ, რომ არსებული ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ნატო-ში წევრობა მისი უსაფრთხოების დაცვის რეალური გარანტიაა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და შეუძლია თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარეშე კი ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში.“ -აღნიშნულია განცხადებაში.


 

წერილს, ხელს აწერენ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე, გენერალ – მაიორი (გადამდგარი) გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი საქართველოს ყოფილი სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, „ჯეოქეისის“ მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი, მედ. აკად. დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი,  პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი,  საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მდივანი-ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე, „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ვლადიმერ სვანაძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი, ანდრო გოცირიძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი, პროფესორი, ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი,  სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე.


იხილეთ ღია წერილი https://bit.ly/3OpeK8N


თეგები:
ჯეოქეისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up