„ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევები და საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება“ გაიმართა

„ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევები და საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება“ გაიმართა

access_time2022-05-13 20:20:08

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივის“ ფარგლებში პირველი ონლაინ დისკუსია გაიმართა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევებსა და საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა.

 

ონლაინ დისკუსიას მოდერაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ეკონომიკის მიმართულებით და მედიაჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბაშიშვილმა გაუწია.

 

გიორგი აბაშიშვილის ინიციატივით გამართულ ვებინარში მოწვეული მომხსენებლები გახლდნენ სახელმწიფო, კერძო და ანალიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები: ვიქტორ ყიფიანი – ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, გელა ხანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან სილაგავა – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და შალვა ფიფია – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილე.


დისკუსიაში მონაწილეობისას ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა რიგი ლოგისტიკური პრობლემები გამოიწვია. მისი თქმით, შავ ზღვაზე თავისუფალ ნაოსნობას სირთულეები შეექმნა, რაც უკრაინის პორტების ბლოკადით არის განპირობებული, ამ ყველაფერმა კი სურსათის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ყიფიანის თქმით, სასურსათო უსაფრთხოება მხოლოდ გარე ფაქტორებზე დამოკიდებული არ არის და ის შიდა სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხიცაა.


„ომში ჩართული ორივე მხარე არის პურის კალათის ორი ძალიან მსხვილი გლობალური მოთამაშე. მაგალითად, სხვა პირობებთან ერთად საკვებზე მაღალმა ფასებმა განაპირობა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მიმართ სახალხო უკმაყოფილება, რამაც მისი გადაყენება გამოიწვია. იგივე პრობლემამ იჩინა თავი პერუს პრეზიდენტის დღის წესრიგში, ასევე იმპორტირებული ხორბლის დეფიციტს განიცდის ეგვიპტე, რომელიც ძალიან ძლიერად – 80%-ით არის რუსული ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული, რომ ავიღოთ სტაბილურობით გამორჩეული საფრანგეთი, იქაც საკვებზე მაღალი ფასების საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების დღის წესრიგშიც იდგა. ერთი რამ, რაც უნდა აღინიშნოს, ჩვენ ვსაუბრობთ იმპორტის დეფიციტზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსოფლიოში არასაკმარისი ხორბალია, პირიქით მსოფლიოში გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ხორბალია, მაგრამ საუბარია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მიწოდება-მომარაგებაში ომის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის აღმოფხვრა“, - აღნიშნა ვიქტორ ყოფიანმა.

 


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალურად არსებული ვითარებისა და მრავალი გამოწვევისა ქვეყანაში სტაბილურობის 100% იანი განცდაა, რადგან ქვეყანაში ფქვილის გარდამავალი მარაგებია.



„საბედნიეროდ, საქართველოს, სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით საფრთხე არ შეჰქმნია, როგორც კოვიდის პირობებში, ასევე ახლა, მიმდინარე პერიოდში. მუდმივად ვაკონტროლებთ მარაგებს ქვეყანაში და საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება დაცულია იმ ძირითადი პოსტულატის გამო, რომ ქვეყანაში არის ღია, თავისუფალი ბაზარი. მხოლოდ ზეთის 300-ზე მეტი იმპორტიორი გვყავს და მარაგებთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს. თუმცა ქვეყანა ვერ გაექცევა ღირებულებით ნაწილს, მსოფლიოში წარმოებულ გაძვირებულ პროდუქციასა და გაძვირებულ ლოჯისტიკას. ფქვილის გარდამავალი მარაგი ახლა სტანდარტულ თვეში შემოსულ 1000 ტონაზე მეტი მოცულობისაა და 17 000 ტონის ფარგლებშია.  ასევე აღსანიშნავია,  იმპორტ-ექსპორტის მიმართულება, სარფისა და ლარსის საბაჟოებზე ტვირთნაკადების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია შეფერხებები, თუმცა მიუხედავად შეფერხებისა, გასულ წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტის 2%-იანი ზრდა მაინც გვიფიქსირდება, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ,“ -განაცხადა გელა ხანიშვილმა.

 

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ვებინარში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ ხორბლის იმპორტი ნებისმიერ შემთხვევაში მეტ სარგებელს იძლევა ქვეყნისთვის, თუნდაც იმის გამო, რომ სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების გარდა, ქვეყანაში რჩება ქატოც, რომელზეც დღეს ასევე საკმაოდ მაღალი ფასი ფიქსირდება. მისივე თქმით, რომ მომხდარიყო ხორბლის სუბსიდირება, იგივე წისქვილკომბინატების მიერ გადახდილი გადასახადებიდან, რასაც დაახლოებით 3 მილიონი ლარი დასჭირდებოდა, ქვეყანაში შენარჩუნდებოდა ამ დარგის სამუშაო ადგილები, შეიქმნებოდა ხორბლის სწორი მარაგები და მეტ სარგებელსაც მიიღებდა ქვეყანა.

 

„ხორბლის იმპორტის გაძვირების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიმართულებით, სახელმწიფოს მეტი სარგებლიანობის პრინციპით უნდა ესარგებლა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა დარგში სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ბიუჯეტში გადასახადების მობილიზება და ხორბლის მარაგების შექმნა,“- განაცხადა ლევან სილაგავამ.

 

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილემ შალვა ფიფიამ ყურადღება გაამახვილა ორ მნიშვნელოვან ასპექტზე, მისი თქმით საქართველოს ხორბლის წარმოების თვითკმარობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია და 15 % შეადგენს ასევე  გამოყო მეორე ასპექტი, რომ საიმპორტო ბაზარი არის ნაკლებ დივერსიფიცირებული.


„ომმა ბუნებრივია დაამძიმა სიტუაცია და ეს ნათლად იკვეთება იმ 4 კომპონენტის მიხედვით როგორებიცაა: სურსათის არსებობა, სურსათის ხელმისაწვდომობა, სურსათის წარმოება და სურსათის გამოყენება. როგორც ვიცით, 30 მლნ ტონა ხორბალი და სიმინდი გაჩერებულია უკრაინის პორტებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.


ჩვენ ადგილობრივი წარმოების ნებისმიერი რაოდენობით გაზრდა მოგვცემს შესაძლებლობას შევამციროთ სასურსათო რისკები და მე წარმოების გაზრდის მიმართულებით მივესალმები სამინისტროს ინიციატივას, თუმცა ამის განხორციელება მოკლე ვადაში შესაძლებელი არ მგონია. იქიდან გამომდინარე, რომ  ჩვენ შეზღუდული მიწის რესურსების ქვეყანა ვართ, აქ გზა არა საჰექტარო ფართობების გაზრდაში, არამედ საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაშია, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსის დამატება  და დროის საკმაო პერიოდი სჭირდება“-განაცხადა შალვა ფიფიამ.


„ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივის“ ფარგლებში დისკუსიები მომავალშიც გაიმართება და ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხს განიხილავს.

 

იხილეთ სრულად https://bit.ly/3yHzh3m





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up