ჯეკ მა ორი თვეა გაუჩინარდა, რასაც მედია ჩინეთის მთავრობის კრიტიკით ხსნის

ჯეკ მა ორი თვეა გაუჩინარდა, რასაც მედია ჩინეთის მთავრობის კრიტიკით ხსნის

access_time2021-01-04 19:30:00

Alibaba-ს დამფუძნებელი, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა ჩინეთის მთავრობის გაკრიტიკების შემდეგ გაუჩინარდა. ამის შესახებ აზიური და დასავლური მედია წერს. Indiatoday-ს ცნობით, ჯეკ მა საზოგადოების წინაშე უკვე ორი თვეა აღარ გამოჩენილა, მათ შორის არც მისი პირადი შოუს ბოლო ეპიზოდში, რომელიც ნოემბერში იყო. შოუში - Africa’s Business Heroes - ის Alibaba-ს აღმასრულებელმა ლუსი პენგმა ჩაანაცვლა; მეტიც, მისი ფოტოც აღებულია შოუს ვებგვერდიდან.



როგორც მედია წერს, ბოლოს ჯეკ მა საზოგადოების წინაშე 2020 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. კერძოდ, 24 ოქტომბერს, მან გააკრიტიკა ჩინეთის ფინანსური მარეგულირებლები და სახელმწიფო ბანკები. მან, ასევე, გააკრიტიკა ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის რეფორმა, რაც ხელს უშლის ბიზნესინოვაციებს.



დღევანდელი ფინანსური სისტემა ინდუსტრიული ხანის მემკვიდრეობაა. ჩვენ ახალგაზრდების და მომავალი თაობისთვის ახალი სისტემა უნდა შევქმნათ და არსებული სისტემის რეფორმა უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა მაშინ ჯეკ მამ.




ამის შემდეგ როგორც The Wall Street Journal-მა დაწერა, ოფიციალურმა პეკინმა ჯეკ მას Ant Group-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) ეჭვის ქვეშ დააყენა და დაიწყო მისი კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება. დასავლური მედიის ცნობით, ეს იყო ჩინეთის პრეზიდენტის ბრძანება.



ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყების შემდეგ Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც ჯეკ მას ქონებას $10 მილიარდი გამოაკლდა. ის ახლა რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ჩინელია. Bloomberg-ის მიხედვით, ჯეკ მას ქონება ახლა $63.1 მილიარდია.



forbes.ge



თეგები:
ჯეკ მა



სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია
access_time2021-03-02 13:30:17
კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს. ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის. „ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით 18...

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა
access_time2021-03-02 12:00:01
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.  Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან...

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
access_time2021-03-02 12:30:21
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი: • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.• ადგილზე მიტანის...

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...


მსგავსი სიახლეები

up