სოციალური ქსელის Twitter-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა Valuables აუქციონზე თავისი პირველი „ტვიტი“ გაყიდა.
პირველი „ტვიტი“ „უბრალოდ ვაწყობ ჩემს ტვიტერს“, რომელიც ჯეკ დორსიმ 2006 წლის 21 მარტს გამოაქვეყნა $2,9 მილიონად გაიყიდა.
ჯეკ დორსის პირველი „ტვიტი“ მალაიზიური სტარტაფის Bridge Oracle-ს გენერალურმა დირექტორმა სინ ესტავმა იყიდა. „ტვიტი“ სოციალურ ქსელში ახლაც ხელმისაწვდომია.
ჯეკ დორსი ამბობს, რომ „ტვიტის“ გაყიდვიდან მიღებულ $2,9 მილიონს საქველმოქმედო ორგანიზაცია GiveDirectly-ის გადაურიცხავს.
imedinews.ge