ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა ნატო–ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი გახდება ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
ამის შესახებ რეგიონში ნატო–ს გენმდივნის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
თავად აპატურაი ნატო–ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს უსაფრთხოების სფეროში ახალი გამოწვევების საკითხებში.
ნატო–ს ოფიციალურ საიტზე ხავიერ კოლომინას დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ესპანელი დიპლომატი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ნატო–ში ესპანეთის წარმომადგენლობაში, იყო წარმომადგენლობის პირველი მდივანი.
ხავიერ კოლომინა, როგორც თავის დროზე ჯეიმს აპატურაი, პარალელურად იქნება ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში.