ჯეიმს აპატურაი: „დარწმუნებული ვარ თავდაცვის ახალ მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობას გავარძელებთ“

ჯეიმს აპატურაი: „დარწმუნებული ვარ თავდაცვის ახალ მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობას გავარძელებთ“

access_time2019-09-10 20:10:54

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.


ჯეიმს აპატურაის თქმით, ის იცნობს საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და დარწმუნებულია, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.


"საქართველოს მოსახლეობის სურვილი და მისწრაფება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, მზაობა რეფორმების გატარების მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი -ეს არის პრინციპები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის.


მე არ ველოდები საქართველოში ამ ძირითადი პრინციპების შეცვლას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხისთვის ეს მისაღები არ იქნება. ჩვენ ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. მე მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა საქართველოს მთავრობის წევრებთან, ვისაც კი შევხვედრივარ და მიმუშავია. ვიცნობ საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს. შევხვედრივარ მას ნატოშიც და საქართველოშიც. ველოდებით ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა, როდესაც ის პრემიერი გახლდათ და დარწმუნებული ვარ მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.




imedinews.ge




როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up