ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს ქველმოქმედებაში საკუთარი ქონების 1%-ზე ნაკლები აქვთ დახარჯული

ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს ქველმოქმედებაში საკუთარი ქონების 1%-ზე ნაკლები აქვთ დახარჯული

access_time2021-10-11 21:30:00

გამოცემა Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, უმსხვილესი ონლაინმაღაზია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკთან ერთად იმ 165 მილიარდერის რიგებში მოხვდა, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებას თავისი ქონების 1%-ზე ნაკლები შესწირეს. დაანგარიშების დროს სპეციალისტებს არ გაუთვალისწინებიათ კერძო ფონდები, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხები, რომელთაგან გარკვეულ ფინანსურ სარგებელს თვითონ შემომწირველებიც იღებენ.



ექსპერტებმა მიმდინარე წლის Forbes 400-ში შემავალი მილიარდერები ხუთ ჯგუფში გაანაწილეს. თითოეული იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც ქველმოქმედებაში ამ დროისთვის მათ განკარგულებაში არსებული ქონების 1%-ზე ნაკლები, 1%-დან 5%-მდე, 5%-დან 10%-მდე, 10%-დან 20%-მდე და 20%-ზე მეტი დახარჯეს.


აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ჯგუფში მხოლოდ რვა ადამიანი მოხვდა. მათ შორის ყველაზე გულუხვი ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი, უორენ ბაფეტი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მან ქველმოქმედებისთვის საერთო ჯამში დაახლოებით 44 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო. ამ დროისთვის ბაფეტის ქონება 103.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შედეგად, ის Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერების ყოველდღიურ რეიტინგში 11 ოქტომბრის მონაცემებით მე-9 ადგილს იკავებს.




საკუთარი ქონების 10%-დან 20%-მდე წილი ქველმოქმედებისთვის Forbes 400-ში შემავალმა თერთმეტმა მილიარდერმა გაიღო. მათ შორის მოხვდა ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკენზი სკოტი, რომელიც ფილანთროპიული მიზნებისთვის საკუთარი სიმდიდრის 13%-ს შეელია. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სკოტის ქონება 55.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ქველმოქმედებაში თავისი ფინანსური მონაგარის 5%-დან 10%-მდე ნაწილი – 44-მა, 1%-დან 5%-მდე ნაწილი კი 116-მა მილიარდერმა დახარჯა. რაც შეეხება ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს, რომლებიც ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ, ამ მხრივ ისინი ყველაზე ძუნწები აღმოჩნდნენ, ვინაიდან ქველმოქმედებაში ქონების 1%-ზე ნაკლები დახარჯეს. შეგახსენებთ, რომ Amazon-ის დამფუძნებელი ამ დროისთვის 191.7 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს და Forbes-ის რეიტინგში მეორე პოზიციაზეა, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი კი 202.1 მილიარდი აშშ დოლარით ჩამონათვალს ლიდერობს.



წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up