Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსისყოფილი ცოლის, მაკენზი ბეზოსის ქონება ერთ კვირაში 6 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 62,3 მილიარდს შეადგენს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახლა ბეზოსი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგის ლიდერია და პირველ ადგილზე მაღაზიების ქსელ Walmart-ის დამფუძნებლის ქალიშვილი, ელის ულტონი ჩაანაცვლა. ულტონის ქონებას Forbes-ი 57,3 მილიარდად აფასებს.
რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, აქ მაკენზი ბეზოსზე მდიდარი მხოლოდ L'Oreal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერია 64 მილიარდი დოლარით. Forbes-ის ვარაუდით, თუ Amazon-ის აქციები იგივე ტემპით ზრდას განაგრძობს, მალე ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდება.
ჯეფ და მაკენზი ბეზოსი 2019 წლის ივნისში განქორწინდნენ. ქალმა Amazon-ის აქციების 25% მიიღო.
Imedinews