Amazon-ის დამაარსებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მლრდ. დოლარს გადააჭარბა. წლის მანძილზე მისი კომპანიის ღირებულება 90%-ით გაიზრდა, რომლის აქციების 11% მას ეკუთვნის.
25 აგვისტოს ვაჭრობაზე Amazon-ის აქციების გაძვირების წყალობით მისმა ქონებამ 200 მლრდ. დოლარს გადააჭარბა - ამაზე Forbes Real-Time-ის რეიტინგი მეტყველებს, რომელიც მილიარდერების ქონების ცვლილებას რეალური დროის რეჟიმში თვალს ადევნებს. ბეზოსი Amazon-ის აქციების 11,1%-ს ფლობს. 25 აგვისტოს NASDAQ-ის ღირებულება 3294-დან 3346 დოლარამდე გაიზარდა. მაქსიმუმზე აქციების ფასმა 3357-ს გადააჭარბა, რის გამოც ბეზოსის ქონება 200,2 მლრდ-მდე გაიზარდა.
თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდა. აქციების ფასების კორექტირების შემდეგ, 26 აგვისტოს მონაცემებით, მისი ქონება 199,7 მლრდ. დოლარამდე დაეცა. Forbes-ის მონაცემებით ბეზოსის ქონება 200 მლრდ, უკვე დიდი ხნის წინ და თანაც სტაბილურად გადააჭარბებდა რომ არა მისი ძვირადღირებული განქორწინება. მისმა მეუღლემ მაკენზი სკოტმა Amazon-ის 4% პროცენტი მიიღო, დღეს მისი ქონება 63,4 მლრდ. დოლარს შეადგენს.
წლის დასაწყისიდან Amazon-ის აქციები 89%-ით გაძვირდა და ამას ხელი პანდემიამაც შეუწყო, რომლის დროსაც ონლაინ-მაღაზიებზე და ონლაინ-მიწოდებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირი კომპანიების რეიტინგში Amazon დღეს მე-2 ადგილზეა, Apple-ის შემდეგ. Apple-ის კაპიტალიზაცია 2,1 ტრლნ. დოლარს შეადგენს, ხოლო ამაზონის - 1,6-ს.
მაისში Comparisun-ის ანალიტიკოსებმა ბეზოსი კაცობრიობის ისტორიაში პირველ პოტენციურ ტრილიონერად მიიჩნიეს. 5 წლის მანძილზე მისი კაპიტალი წელიწადში 34%-ით იზრდებოდა. პოტენციურად ამის გამო შესაძლოა 2026 წელს, როდესაც ის 62 წლის იქმნება, ის ტრილიონერი გახდეს.
rbc.ru
თენგიზ აბლოთია