ჯეფ ბეზოსის მეგაიახტის მშენებლობა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება, — ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით გასულ კვირას როტერდამში, გრინპორტის გემთმშენებლობაში 417 ფუტი სიგრძის მეგაიახტა შენიშნეს, რომელსაც სამი დიდი ანძა ჰქონდა. იუთუბ არხმა Dutch Yachting, რომელიც ჰოლანდიაში აგებულ იახტებს ეძღვნება გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ჯეფ ბეზოსის იახტის უფრო ახლოდან გაცნობის საშუალებას გვაძლევს.
ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და შთამბეჭდავი იახტა
ბეზოსის იახტა ნიდერლანდებში თვეების განმავლობაში კამათის საგანი იყო, რადგან იახტას გემთმშენებლიდან ღია წყალში გასასვლელად როტერდამის გავლით ქალაქის ცნობილი კონინგშავენის ხიდის ქვეშ გავლა სჭირდებოდა, ხიდი ადგილობრივებისთვის ცნობილია, როგორც „დე ჰეფი“, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ბეზოსის მრავალი თანამედროვე იახტისგან განსხვავებით აღნიშნულ გემს აქვს აფრები, რომლებიც დამაგრებულია სამ დიდ ანძაზე, აღნიშნული ანძები კი ხიდის ქვეშ გასასვლელად ზედმეტად მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხიდი 131 ფუტი სიმაღლისაა.
გემთმშენებელმა Oceanco-მ ხიდის დროებით მოხსნა და გემის გავლა შესთავაზა, თუმცა ქალაქის ღირსშესანიშნაობის დემონტაჟმა ადგილობრივი მოსახლეობა გააბრაზა, მათ სოციალურ ქსელში დააანონსეს აქცია, რომ დახვედროდნენ იახტას და კვერცხები ესროლათ მისთვის.
მიმდინარე წლის ივნისში oceano- მ ვანდალიზმის და მისი თანამშრომლების შევიწროების შიშით აღნიშნულ გეგმაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, რომ იახტა მდინარეზე ანძების გარეშე გაეყვანა, რაც გასულ კვირას დილის საათებში მოხერხდა, დღისათვის იახტა სრულიად აწყობილია და მას ღია ზღვაში გასასვლელად ერთი ნაბიჯი აშორებს.
ბეზოსის მეგაიახტის არსებობა პირველად ბრედ სტოუნის წიგნში, Amazon Unbound, 2021 წლის მაისში გვხვდება. იახტა საბოლოოდ 500 მილიონი დოლარი დოლარი დაჯდება და სავარაუდოდ „ერთ-ერთი საუკეთესო მცურავი იახტა იქნება“ - წერს სტოუნი.
თაკო კვაჭანტირაძე