ჯეფ ბეზოსი შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდეს

ჯეფ ბეზოსი შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდეს

access_time2020-05-15 15:46:50

ამერიკელი ბიზნესმენი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია Comparisun-ის ანგარიშში. ორგანიზაციის ანალიტიკოსები, ბეზოსის ტრილიონერად გახდომას 2026 წელს პროგნოზირებენ.

კომპანიის ექსპერტების აზრით, ბეზოსისთვის გამდიდრებაში ხელი არც განქორწინების შედეგად 38 მლრდ დოლარის დაკარგვას შეუშლია და არც კორონავირუსის პანდემიას. „ბოლო 5 წლის განმავლობაში ბეზოსის კაპიტალი 34%-ით გაიზარდა. პოტენციურად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბეზოსი გახდება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი 2026 წლის დასაწყისში, როდესაც მას 62 წელი შეუსრულდება“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

Forbes- ის შეფასებით, 15 მაისის მდგომარეობით ბეზოსის ქონება 143.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Amazon-ის დამფუძნებლის შემდეგ ტრილონის კანდიდატთა სიაში არის დეველოპერი ჩინეთიდან სუ ცზიანი. Comparisun– ის ანალიტიკოსების აზრით, ის ტრილიონერი 2027 წელს გახდება. Alibaba-ს ჯგუფის დამფუძნებელი ჯეკ მა კი ტრილიონერების სიაში მესამე ადგილზეა, მისმა კაპიტალმა ტრილიონიანი ნიშნული შესაძლოა, 2030 წელს გადალახოს.

Facebook– ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს აქვს ყველა შანსი, რომ მეშვიდე ტრილიონერი გახდეს მსოფლიოში. ანალიტიკოსების პროგნოზით, ის დედამიწაზე ყველაზე ახალგაზრდა ტრილიონერი 2036 წელს გახდება, 51 წლის ასაკში.


პროგნოზის მეთოდოლოგიის განმარტებაში ნათქვამია, რომ ანალიზისთვის გამოყენებული იქნა Forbes-ის სიის 25 ლიდერის კაპიტალის ზრდის ბოლო 5 წლის მონაცემები. აქედან, საშუალო წლიური კაპიტალის მოგება იქნა მიღებული, რაც მომავალი პროგნოზისთვის აუცილებელი იყო.

Comparisun-მა ასეთივე მეთოდით იწინასწარმეტყველა ის, თუ რომელი კომპანია როდის გადალახავდა ტრილიონიან ნიშნულს. Apple- მა და Microsoft- მა უკვე გადალახეს ეს ზღვარი. 2020 წლის ბოლოს ტრილიონიანი ნიშნული შესაძლოა, გადალახონ Goolge-მ და Amazon-მა. Comparisun-ის პროგნოზით, Facebook--ის კაპიტალიზაცია ერთ ტრილიონს 2022 წელს გადალახავს, 2024 წელს Alibaba და 2025 წელს Mastercard.


BPN.GE



თეგები:
ჯეფ ბეზოსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up