ჯეფ ბეზოსი სასამართლოს მიმართავს - NASA-მ მთვარის მისია ილონ მასკს მიანიჭა

ჯეფ ბეზოსი სასამართლოს მიმართავს - NASA-მ მთვარის მისია ილონ მასკს მიანიჭა

access_time2021-08-17 14:30:00

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბეზოსი NASA-ს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც კოსმოსურმა სააგენტომ მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების ასაფრენი ხომალდის შექმნაზე კონტრაქტი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს გაუფორმა.



„ჩვენი სარჩელი წარმოადგენს მცდელობას, რომ მთვარეზე ადამიანების გადაყვანის სისტემის შესყიდვებში აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდეს. ეს ხარვეზები სამართლიანობის აღსადგენად, კონკურენციის შესაქმნელად და მთვარეზე ამერიკელების უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად უნდა გამოსწორდეს,“ - აცხადებენ Blue Origin-ში.



გასულ თვეს აშშ-ს მთავრობის საანგარიშო ოფისმა (Government Accountability Office-GAO) მხარი დაუჭირა NASA-ს გადაწყვეტლებას, აერჩია მთვარის ლანდერის მხოლოდ ერთი მიმწოდებელი Blue Origin-ის პრეტენზიების უგულვებელყოფით.



სარჩელი დახურულია და მასზე NASA-მ 12 ოქტომბრამდე უნდა უპასუხოს. კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ნათქვამა, რომ საქმის დეტალებს სწავლობენ.




„ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთვარეზე გავფრინდებით და იქ დავრჩებით, რომ სამეცნიერო კვლევების საშუალება მოგვეცეს, განვავითაროთ ახალი ტექნოლოგიები და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უფრო დიდი მიზნისთვის, რომ გავგზავნოთ ასტორნავტები მარსზე,“ - წერია NASA-ს განცხადებაში.



სააგენტო იუწყება, რომ პროგრამა Artemis-ის ფარგლებში, მთვარეზე სწრაფად და უსაფრთხოდ დაბრუნების შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას მალე მიაწვდის. Artemis სამთავრობო პრორგრამაა და 2017 წლიდან მოქმედებს. მისი მისია, 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე ადამიანის დაბრუნებაა.



Blue Origin და თავდაცვის კონტრაქტორი Dynetics ამტკიცებენ, რომ NASA ვალდებული იყო, ერთი კი არა, რამდენიმე დეველოპერი აერჩია, რასაც GAO უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ SpaceX-ის შერჩევით კოსმოსურ სააგენტოს არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია.



აპრილში NASA-მ კომპანია SpaceX-თან მთვარის ლანდერის 2024 წლისთვის შექმნის შესახებ 2,9 მლრდ დოლარის კონტრაქტი დადო, რასაც Blue Origin-ში „უსამართლო უპირატესობას“ უწოდებენ. ჯეფ ბეზოსი NASA-ს 2 მლრდ დოლარის ხარჯის დაფარვასაც სთავაზობდა, თუკი აშშ-ს კოსმოსური სააგენტო მთვარის ლანდერზე მის კომპანიას დაუდებდა კონტრაქტს.



bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up