ჯეფ ბეზოსი NASA-ს მთვარის მისიაში ჩასართავად $2 მლრდ-ს სთავაზობს

ჯეფ ბეზოსი NASA-ს მთვარის მისიაში ჩასართავად $2 მლრდ-ს სთავაზობს

access_time2021-07-28 00:00:23

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა NASA-ს ადმინისტრატორს ბილ ნელსონს ღია წერილით მიმართა, რომელშიც აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს ხარჯების დაფარვას და საკუთარი კომპანიის, Blue Origin-ის მთვარის მისიაში ჩართვას სთავაზობს.

 

რამდენიმე თვეა გასული, რაც NASA-მ $2.9 მლრდ-იანი ხელშეკრულებით, ილონ მასკის კომპანია SpaceX აირჩია, ხოლო ახლახანს ბეზოსის უჩვეულო წინადადებაც გაჟღერდა. 

 

CNN-ის ინფორმაციით, სააგენტოს თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, რომ მინიმუმ ორი კერძო სექტორის კომპანია შეეჯიბრებინა კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად, რომელიც ასტრონავტებს სადესანტო მისიებისთვის მთვარის ზედაპირზე გადაიყვანს.

 

ბეზოსმა არაერთხელ გაუსვა ხაზი NASA-ს ჯანსაღი კონკურენციის განვითარების აუცილებლობას.


 

„კონკურენციის გარეშე, ხელშეკრულების მოკლე დროში დადება, NASA-ს შეზღუდული ვარიანტების წინაშე აღმოაჩენს, რადგან ის მოლაპარაკებას ცდილობს გამოტოვებული ვადების, დიზაინის ცვლილებებისა და ხარჯების გადაჭარბების შესახებ. კონკურენციის გარეშე, NASA–ს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მთვარის ამბიციები გადავადდება. ეს კი საბოლოოდ უფრო მეტ ხარჯს გამოიწვევს, რაც ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება .”– ამბობს, Amazon-ის დამფუძნებელი.

 

ანალოგიური წინადადებით გამოვიდა ალაბამაში დაფუძნებული Dynetics, რომელიც ასევე აპროტესტებს NASA-ს გადაწყვეტილებას SpaceX-ისთვის კონტრაქტის მინიჭების შესახებ.

 

რაც შეეხებამ SpaceX– ს, კომპანიამ NASA-ს შესთავაზა თავისი Starship-ის გამოყენება, რომელიც წარმოადგენს კოსმოსური ხომალდისა და სარაკეტო სისტემას, რომელიც ამჟამად განვითარების საწყის ეტაპზეა. SpaceX– ის ძირითადი მიზანი ადამიანის მარსზე გადაყვანაა, – წერს, CNN-ი.

 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტახნის წინ ბეზოსმა, New Shepard–ის ეკიპაჟით კოსმოსშიპირველად იმოგზაურა და დედამიწაზე წარმატებით დაეშვა. მასთან ერთად იყვენენ, მარკ ბეზოსი, მისი ძმა, ასევე 82 წლის პიონერი, უოლი ფუნკი და 18 წლის სტუდენტი.


business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up