სტაციონარიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა. 350 საწოლიდან დღესდღეობით დაკავებულია 200 საწოლი. მოთხოვნა სტაციონარიზაციაზე ყოველდღიურად იზრდება და ლოგიკურად მიჰყვება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.
„მიმდინარე კვირაში ჩვენ ველით შემთხვევების ზრდას. ძალიან სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ერთადერთი გამოსავალია ამ სიტუაციიდან, მკვეთრად შემცირდა“, - აღნიშნა უგრეხელიძემ.
საქართველოში კოვიდინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
imedinews.ge