„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - შავლეგ მიშველაძე

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - შავლეგ მიშველაძე

access_time2020-08-10 12:15:33

სულ ახლახანს, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საწვავის ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობისათვის საჯარი მოსანქციების გამკაცრების თაობაზე. იქვე ავღნიშნეთ, რომ აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფოს ტრუქტურების მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მაქსიმალურად ეფექტურად აღსრულება.


საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაქვეყნის ეკოლოგიური გარემო არის უპირველესი საზრუნავი თითოეული ჩვენთაგანისათვის. პარლამენტის მიერ მიღებული ამ მნიშვნელოვანისაკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქვეყანაშიუხარისხო საწვავის იმპორტის, წარმოებისა დარეალიზაციისათვის წერტილის დასმაა და ამით - მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფაა. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილებების პარალელურად აუცილებელია გააქტიურდეს ნავთობბაზებისა და ავტო-გასამართი სადგურების მონიტორინგი მათი ფუნქციონირების ყოველდღიურ ციკლთან მიმართებაში. ამ კუთხით, გარემოზე ზემოქმედების ნიშნით, მნიშვნელოვანია სასუნთქი სარქველების არსებობის უზრუნველყოფა ნავთობპროდუქტებისათვის განკუთვნილ ყველა რეზერვუარზე. პრობლემაა ისიც, რომ ავტო-გასამართი სადგურებისგან განსხვავებით, ნავთობბაზების უმეტესობა წინა საუკუნეშია აშენებული და შესაბამისად, მათი ტექნოლოგიური სტრუქტურა ნამდვილად ტოვებს უკეთესის სურვილს. საწვავის მიღებისა და გაცემის ციკლის დროს ატმოსფეროში ანაქროლი აირების ერთადერთი შემაკავებელი - სწორედ სასუნთქი სარქველებია. სამწუხაროდ, დღეისათვის, სარქველების არსებობისა და მათი შესაბამისობის კუთხით არ ხორციელდება სრულფასოვანი მონიტორინგი და მხოლოდ მეწარმე-სუბიექტების კეთილ ნებაზეა მინდობილი ავტო-გასამართი სადგურების სასუნთქი სარქველებით აღჭურვა და ექსპლუატაცია. შესაბამისად, სურათიც არსებული მიდგომების ადეკვატურია: ნავთობკომპანიების ნაწილი იცავს ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ტექნიკური, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების პირობებს, ხოლო მეორე ნაწილი ამას სრულად უგულებელყოფს - რაც ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც კი. თუკი გავიაზრებთ, რომ ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით ასობით ტონა ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია ხდება - ადვილი წარმოსადგენია იმ ანაქროლი აირების ოდენობა, რომლებიც სარქველების არქონის პირობებში პირდაპირ ხვდება ატმოსფეროში.



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს, შესაბამის უწყებებთან ერთად, პრობლემის განხილვასა და შემდგომ მონიტორინგს, რის შედეგსაც აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას.

(R)

თეგები:
Bag



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up