ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუსტრიაში მიღებული ციფრული გამოცდილება, ანუ Gymstinct საქართველოში

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუსტრიაში მიღებული ციფრული გამოცდილება, ანუ Gymstinct საქართველოში

access_time2020-02-09 14:00:22

Gymstinct ფიტნეს ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, თანამედროვე-ინტელექტუალურ ციფრულ გადაწყვეტილებებს ქმნის. უფრო ზუსტად, „ჯიმსტინქტი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუსტრიაში ბიზნესის მფლობელებს სწორი ანალიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ადმინისტრატორებს კი ყოველდღიური ოპერაციების მართვაში ეხმარება. თავის მხრივ, სტარტაპი ფიტნესისა და ე.წ. ველნეს ინდუსტრიის მომხმარებლების კომფორტსაც ითვალისწინებს.

Gymstinct 2 ეტაპიანი დიდი პროექტია, რომელიც სავარჯიშო მოწყობილობების ჭკვიანი სისტემების შექმნასა (MVP უკვე გაკეთებული და გატესტილია) და ფიტნეს და ველნეს კლუბების სრული პროგრამული უზრუნველყოფითა და სამართავი სისტემით აღჭურვას გულისხმობს,  მათ შორის: ბარათის წამკითხველებით, ტურნიკეტის სამართავი სისტემითა და ჭკვიანი ლოქერებით.

ამ ეტაპზე სტარტაპის გუნდი ორიენტირებულია მეორე, უფრო მარტივ ეტაპზე, რომლის განვითარებით დაწყებასაც, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მოტივაციას, თუ რამ უბიძგა სტარტაპის ავტორებს მსგავს ინტელექტუალურ-ტექნიკურ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ, Gymstinct-ის თანადამფუძნებელი, ლაშა შარიქაძე გვიყვება: „ჩვენ  სისტემატურად ვვარჯიშობთ და ხშირად გვიწევდა სხვადასხვა ფიტნეს დარბაზით სარგებლობა. ვარჯიშის ყოველდღიური პროცესის მოსაწყენმა რუტინამ გვიკარნახა, სრულად ციფრული და ჭკვიანი სავარჯიშო მოწყობილობები შეგვექმნა; სამართავი სისტემა გემიფიკაციის ელემენტებით დაგვეტვირთა; მოკლედ, ვარჯიშის პროცესის შედეგები უნდა გაგვეციფრულებინა და ვარჯიშის მიზნები მკაფიო და გაზომვადი, ამასთან სახალისო გაგვეხადა“.როგორც ლაშა მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, სტარტაპის მთავარი ტექნოლოგიური გამოწვევა სწორედ ისაა, რომ „ჯიმსტინქტის“ ჭკვიანი მოწყობილობები საქართველოშივე იქმნება, მათივე ინჟინრების გუნდის დახმარებით და გარდა ამისა, პროგრამული უზრუნველყოფაც ადგილობრივი ადამიანური კაპიტალით სრულდება.

და სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს მისი სერვისების ფიტნეს ინდუსტრიისთვის ეკონომიურ ფასად შეთავაზებას: – „ჩვენი გადაწყვეტილების დახმარებით, ფიტნეს და ველნეს კლუბის გაციფრულების პროცესი მარტივი, სწრაფი და იაფი ხდება. ჩვენი მოწყობილობები მობილურია და მათი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნა არის შესაძლებელი. ინსტალაცია არ სჭირდება და სრულად plug & play სისტემაზეა აწყობილი“.

Gymstinct-ის ვერსია 1.0-ით მარკეტის მზაობა მოისინჯა, პარტნიორებთან თანამშრომლობისა და სტარტაპის გუნდის წვერების შრომით კი, სისტემა დაიხვეწა და ვერსია 2.0-ის სახე მიიღო.

ლაშა შარიქაძე ამბობს, რომ ამ ვერსიის შეთავაზებით, ჯერ მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრინა) გავლენ, შემდეგი გაჩერება კი, წლის ბოლოს, ამერიკაში იგეგმება.  


შეგახსენებთ, რომ Gymstinct-ის ყველა მიმართულება ერთ ღრუბლოვან პროგრამაშია გაერთიანებული და მასზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდანაა შესაძლებელი. სისტემის მახასიათებლები კი ასეთია:


MARKETER





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up