ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული ხდება - საქართველოში ახალი ფიტნეს კლუბები იხსნება

ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული ხდება - საქართველოში ახალი ფიტნეს კლუბები იხსნება

person access_time2016-06-03 09:30:37

ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ესაა მსოფლიო ტრენდი, რომელიც საქართველოშიც აქტუალურია და რომელსაც ბიზნესი ახალი ფიტნეს–კლუბების გახსნით პასუხობს. ბოლო პერიოდში ბაზარზე რამდენიმე ასეთი კლუბი გაიხსნა. გასულ წელს ცნობილმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ფიტნეს კლუბების მსოფლიო ბრენდი „სნეპ ფიტნესი" შემოიყვანა . 2015 წელს  ფიტნეს კლუბი „პროლაიფ ფიტნესიც" გაიხსნა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში თბილისში კიდევ ორი ფიტნეს კლუბი ამოქმედდება.

 

ესაა „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი" , რომელიც სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს და რამდენიმე დღეში გაიხსნება.

 

 

„კომერსანტს" კლუბში განუმარტეს, რომ ეს არის ქართული ბრენდი, თუმცა ჰყავთ პარტნიორი Life fitness-ი. მათივე თქმით, მომხმარებელს განსხვავებულ სერვისს შესთავაზებენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი კლიენტი კლუბის წევრიც გახდება. ექნებათ დამატებითი სერვისები, ტრენერის კონსულტაცია, ჯანმრთელობის შემოწმებაზე სპეციალური ფასდაკლებები. „ოკტოპუს ფიტნეს კლუბში" აცხადებენ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის დარბაზი აქვთ და სარბენი ბილიკი დარბაზის ირგვლივაა მოწყობილი, რაც ქართული ბაზრისთვის სიახლეა. გარდა ფიტნესისა, აქ იქნება სპინინგის ოთახი, აერობიკის დარბაზი, არის ჯგუფური ვარჯიშები. ფასები კი ულიმიტო აბონენტებისთვის 140 ლარიდან 990 ლარამდეა. ერთ წელიწადში კლუბი გაფართოებას გეგმავს.



კიდევ ერთი პრემიუმ კლასის კლუბი „სითი ფიტნესი" მხოლოდ ქალბატონებისთვის იქნება განკუთვნილი. კლუბის დამფუძნებელი ნათია ფარცხალაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ კლუბში ვარჯიშების ფართო არჩევანია: აერობიკა, პილატესი, იოგა, ზუმბა, სტეპ აერობიკა, ბოდი ვორქაუთი და კარდიო ვარჯიში ტაბატა. მისივე თქმით, მომხმარებლებს პროფესიონალი ტრენერები დაეხმარებიან სწორი ვარჯიშის შერჩევაში და სწრაფი შედეგის მიღწევაში. კლუბში მოქმედებს სთიმ-რუმი, რომელიც უფასო იქნება კლუბის წევრებისთვის, ასევე გაიხსნება ფრეშ-ბარი საუზმით და დეტოქს პროგრამებით, მასაჟის კაბინეტი, ვერანდა. ნათია ფარცხალაძე ამბობს, რომ „სითი ფიტნესი" გამოირჩევა მაღალი ხარისხის სავენტილაციო და ხმის სისტემებით. სტანდარტული პაკეტის ღირებულება კი 139 ლარია.

კლუბის დამფუძნებლის განცხადებით, ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავთ, თუმცა მათ კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს პატარა სტუდიები ქალბატონებისთვის, სადაც ტარდება ვარჯიშები. მისივე თქმით, „სითი ფიტნესის" კონკურენტული უპირატესობაა მომსახურებისა და კლუბის მაღალი ხარისხი. ტრენერის პროფესიონალიზმი, ახლებური მიდგომა მომხმარებლისადმი და ხელმისაწვდომობა. სამომავლოდ „სითი ფიტნესი" გახდება ქსელური. კლუბი ყიფშიძის 2 ნომერში მდებარეობს.


“კომერსანტი“ უკვე წერდა, რომ მსოფლიოში health–პროექტებში ინვესტირების მძლავრი ტრენდია. საერთაშორისო ანალიტიკოსები ამბობენ,  რომ ამ ინდუსტრიას დიდი პერსპექტივები აქვს. ამიტომაც health–პროექტებში ინვესტირება დაინტერესებულმა ბიზნესმენებმა ახლავე უნდა დაიწყონ.


მსოფლიოში ამ ტენდენციას სიახლეებით უპასუხეს, ესენია სხვადასხვა „ჭკვიანი“ აპლიკაციები, ჯანსაღი საკვები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.  


 




Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანიტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანიტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...


მსგავსი სიახლეები

up