ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო

access_time2021-01-13 11:20:00

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის უპრეცედენტო კარდიოქირურგიული პროექტი აღსრულების ფაზაში შევიდა - ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებისთვის დეფიბრილატორის დანიშნულების ადგილზე უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს.



რთული არითმიების დროს, უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური საშუალება, იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. საჭიროებისამებრ, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.



აპარატის სატენდერო მახასიათებლები „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად განისაზღვრა. შედეგად, დღეს სააგენტო უზრუნველყოფილია აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული დეფიბრილატორებით, რომლებიც სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობენ.
აპარატების რაოდენობა ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრა. ერთი წლის მარაგი უკვე სააგენტოს საცავებშია და ის, საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება.




კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული.



გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ, ბენეფიციართა თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. შედეგად, პაციენტის ჯიბიდან გადასახადი კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე, ჯამში, 2,5 მლნ ლარზე მეტით შემცირდა.



მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება.



აღნიშნული შეღავათით მთავრობის N165-ე და N218-ე დადგენილებებით გათვალისწინებული პირები სარგებლობენ.



ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული მოცემული პროექტის მიზანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების ფინანსური მხარდაჭერა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up