ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები "სამოქალაქო კოდექსით" დარეგულირდება

ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები "სამოქალაქო კოდექსით" დარეგულირდება

person access_time2017-05-30 15:30:33

ჯანმრთელობის დაზღვევა და მასთან დაკავშირებული სადაზღვევო ურთიერთობები "სამოქალაქო კოდექსით" დარეგულირდება.

 

პარლამენტი დაჩქარებული წესით დეპუტატების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილისა და ვანო ზარდიაშვილის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, "სამოქალაქო კოდექსით" დარეგულირდება დაზღვევის ისეთი სახე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა და განისაზღვრება მისი მომწესრიგებელი ფუნდამენტური საკითხები. გარდა ამისა, განისაზღვრება ნორმები, რომელთა გამოყენებაც იქნება შესაძლებელი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა ან დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

 


ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს დამზღვევის მიერ დაზღვეული პირის სასარგებლოდ.

 

"სამოქალაქო კოდექსში" შედის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წარუდგინოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუ ის უნაზღაურებს დაზღვეულ პირს ზიანს.

 

მზღვეველს შეუძლია მესამე პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წაუყენოს მხოლოდ დაზღვეულისათვის ზიანის ანაზღაურების შემდეგ და ანაზღაურებული ზიანის ოდენობის ფარგლებში. თუ დაზღვეული პირი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან. 

 

 



"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

access_time2020-04-01 12:30:33
„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა"...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს
access_time2020-04-01 12:45:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2587-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.2587-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა...

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა
access_time2020-04-01 11:30:38
კომპანია„სფეის კარგო“ სამხრეთ-ამერიკული ლოგისტიკური ქსელის წევრი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან. კომპანია ახორციელებს ტვირთებისა და ამანათების იმპორტსა და ექსპორტს 300-ზე მეტი მიმართულებით. ამანათები ჩინეთიდან, ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვები- ეს კომპანიის ძლიერი მხარეა. 11, 12 და 13 მარტს „სფეის...

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო
access_time2020-04-01 11:48:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო...

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია
access_time2020-04-01 11:30:22
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში "ბიზნესმენის დილა" აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა პაატა შურღაიამ, იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრა,რომლის წინაშეც დღეს საქართველოა. პაატა შურღაიას თქმით, მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფომ კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ,ტექნოლოგიური მიმართულებით ქვეყნის განვითარების გზებზე...


მსგავსი სიახლეები

up