ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

access_time2018-06-12 19:55:22

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.

 

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დეპუტატებს კანონპროექტი პრინციპების დონეზე გააცნო და საპენსიო რეფორმის არსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც დასაქმებულის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. მომხსენებლის განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს საშულებას მისცემს, მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

 

წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს არეგულირებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს.

 

წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

 

„რეფორმის პირველი მიზანი არის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული პენსია, მეორე - ამ რეფორმით ჩვენ მივიღებთ დადებით ეკონომიკურ ეფექტს, რადგან განვითარდება კაპიტალის ბაზარი, საგარეო ვალი ჩანაცვლდება შიდა რესურსით, რაც ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. და ჩვენ ამ რეფორმით შემოვიღებთ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურ გარანტიას მისცემენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დაიკარგება მათ ანგარიშებზე აკუმულირებული დაგროვებითი პენსია და მათ უზრუნველყოფილი ექნებათ ღირსეული სიბერე, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

დღესვე, კომიტეტის წევრებმა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების ალტერნატიული კანონპროექტი „საპენსიო სისტემის შესახებ განიხილეს.

 

აკაკი ზოიძის თქმით, პროექტების შესახებ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შესაძლებელია, დღეს წარმოდგენილი პროექტების შეჯერება მოხდეს, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომიტეტი მხარს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭერს.

 

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

 

 

 

 



StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up