ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

access_time2021-02-11 23:40:00

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე უძღვებოდა, კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



გეგმის მიხედვით დეტალურად არის გაწერილი კომიტეტის როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე კომიტეტის მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა აქტივობა.



სხდომაზე რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტზე და კანონპროექტებზეც იმსჯელეს.



სარატიფიკაციო დოკუმენტები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ესენია:



„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - პროექტი)“;
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 1)“;
„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ ცვლილების და რეპროგრამირების შეთანხმება“.
როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა პირველი ორი ხელშეკრულება ერთ საკითხს უკავშირდება, კერძოდ პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოსი და პროექტის სახელწოდებაა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“. მიზნობრიობიდან გამომდინარე ორ კომპონენტად იყოფა. პირველი - სესხი 16.966.400 ევროს ოდენობის მიზნობრივი კრედიტია და სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების კუთხით დაიხარჯება, კერძოდ, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის გაუმჯობესებისათვის. იგი ითვალისწინებს ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში მაღალი ხარისხისა და შესაბამისი მომზადების მისაღებად უნარების ორი ჰაბის შექმნას, პროფესიული პროგრამების დანერგვას დაახლოებით 20 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში და სხვა. სესხი 23 წლიანია, შეღავათიანი პერიოდით 14 წელი.




მეორე ხელშეკრულება 42.416.000 ევროს ოდენობის სესხს ითვალისწინებს. დაფინანსება მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას. პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას, პროფესიული სწავლების პროცესში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას.





რაც შეეხება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ ცვლილების და რეპროგრამირების შეთანხმებას“, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტისთვის გამოყოფილი 100 მილიონ ევროს სესხი, ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის 4 აპრილის წერილის საფუძველზე, ძირითადად ორი მიმართულებით განაწილდება: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისის მიწოდების გაუმჯობესების სქემები და COVID-19 სპეციფიკური სქემები. სესხი გაცემულია არა უმეტეს 25 წლის ვადით, შეღავათიანი პერიოდი -5 წელი.




კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ხატია წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საკითხი ნინო წილოსანმა წარადგინა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო.




მოქმედი კანონმდებლობით, სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე, არ აისახებოდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით ვადა გაგრძელდება 2023 წლის 1 იანვრამდე.




კომიტეტმა პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით - მუხლობრივად განიხილა.




მომხსენებელმა მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნივთიერებათა ოდენობები და მათი დოზები.




კომიტეტის წევრებმა ყველა განხილულ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up