ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინებზე წვდომის უთანასწორობა პანდემიის დასრულებისთვის ერთ-ერთი მთავარი რისკია.
„ვაქცინებზე წვდომის შოკისმომგვრელი გლობალური უთანასწორობა პანდემიის დასრულებისთვის ერთ-ერთ უდიდეს რისკად რჩება. მაღალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები გლობალური მოსახლეობის 53%-ს შეადგენს, მაგრამ მათ გლობალური ვაქცინების 83% მიიღეს. შედარებისთვის, დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები გლობალური მოსახლეობის 47%-ს შეადგენს, მაგრამ მათ გლობალური ვაქცინების მხოლოდ 17% მიიღეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
imedinews.ge