ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინების მიერ უზრუნველყოფილ დაცვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ცრუ განცდის ფონზე, ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ვირუსი ინტენსიურად გავრცელებას გააგრძელებს, რადგან საზოგადოებები სოციალურ აქტიურობასა და მობილურობას უბრუნდებიან.
გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის 60%-ზე მეტი ევროპაზე მოდიოდა.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ უამრავ ქვეყანაში უსაფრთხოების ცრუ განცდა არსებობს, რომ ვაქცინამ პანდემია დაასრულა და ვაქცინირებულ ადამიანებს უსაფრთხოების სხვა ზომების მიღება არ სჭირდებათ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია ვირუსის გადაცემის შეჩერების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
imedinews.ge