ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს.
„ახლა დროა, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რათა გავზარდოთ წარმოება, ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით. თუ ახლა არა, მაშინ როდის?“ - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, მსოფლიომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი მყიფეა.
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ COVID-19-ის ვაქცინების მომარაგება და გავრცელება და ამის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ ზოგიერთი ქვეყანა იმ მწარმოებლებს მიმართავს, რომელთა იმედი COVAX-ს აქვს“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
imedinews.ge