ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ „ომიკრონი“ შტამის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ზომები დააწესა, რაც შესაძლოა აუცილებელი არ იყოს.
„კარგად მესმის ყველა ქვეყნის შეშფოთება და სურვილი, თავიანთი მოქალაქეები დაიცვან იმ ვარიანტისგან, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის. თუმცა, თანაბრად შეშფოთებული ვარ იმით, რომ რამდენიმე წევრი ქვეყანა უხეშ და ყოვლისმომცველ ზომებს აწესებს, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ან ეფექტური არ არის და მხოლოდ უთანასწორობას აღრმავებს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ქვეყნებს რაციონალური და პროპორციული ზომების გატარებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ იყო უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი „ომიკრონი“ შტამის სიმძიმისა და ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.
imedinews.ge