ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.
„სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციურ რეჟიმში სწავლა, მეგობრებთან და ოჯახთან მნიშვნელოვანი ღონისძიებების აღნიშვნის შეუძლებლობა, ყველაფერი ეს რთულია და კორონავირუსით დაღლილობა რეალურია. თუმცა, არ უნდა დავნებდეთ“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, არავის სურს ე.წ. ლოკდაუნები, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პასუხისმგებლობის აღება.
„არ არსებობს ჯადოსნური გადაწყვეტილება. საჭიროა ბეჯითი მუშაობა ლიდერების მხრიდან საზოგადოების ყველა დონეზე“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge