ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მაისის ბოლომდე COVAX-ის ფარგლებში 142 ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 237 მილიონ დოზას მიიღებს.
„ჯანმოსა და COVAX-ის პარტნიორები განაგრძობენ მუშაობას, რათა ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველი 100 დღის განმავლობაში დაიწყოს. ახლა 40 დღე დაგვრჩა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
imedinews.ge