ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
„COVID19-ს უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ახლა ისეთი ტენდენციაა, რომ პანდემიის მეორე წელი გაცილებით მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, ვიდრე პირველი წელი. სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადარჩენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებისა და ვაქცინაციის კომბინაციით ერთადერთი გამოსავალია“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 160 074 267 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 325 260 ადამიანი გარდაიცვალა.
imedinews.ge