ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია „ევრო 2020“-ის ზოგიერთ მასპინძელ ქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქებით. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რობ ბატლერმა განაცხადა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ზოგიერთ მასპინძელ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებით. ტურნირის რამდენიმე მასპინძელი სტადიონი ახლა სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობას ზრდის. რამდენიმე მასპინძელ ქალაქში Covid-19-ის შემთხვევები უკვე იზრდება იმ ადგილას, სადაც მატჩები ჩატარდება. გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ სწრაფად უნდა ვუპასუხოთ ასეძთ სიგნალებს“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ.
„ევრო 2020“-ის ფინალი 11 ივლისს, ხოლო ნახევარფინალის მატჩები 6 და 7 ივლისს გაიმართება.
imedinews.ge