ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) შეშფოთებული ახალი კორონავირუსის ზრდის ბოლო კვირის ტენდენციით ევროპის რეგიონის 11 ქვეყანაში.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ რეგიონში, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ევროპის შვიდ ტერიტორიას და 54 ქვეყანას, გლობალური მასშტაბით უფრო ნაკლებად არის გავრცელებული კორონავირუსი, ვიდრე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორის მიერ ჰანს ჰენრი კლუგეს 25 ივნისის ანგარიშში, რომელშიც კერძოდ ხაზგასმულია, რომ მრავალ ქვეყანაში საკარანტინო ზომების მოხსნის შემდეგ, კვლავ გაიზარდა COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები.
ორგანიზაცია განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციებს ხედავს 11 ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მოლდოვაში, სომხეთში, შვედეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ყირგიზეთში.
„თუ რაიმე არ მოვიმოქმედეთ, ევროპის ჯანდაცვის სისტემები კვლავ აღმოჩნდება გადატვირთული“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
მან ყურადღება გაამახვილა „ეპიდომიოლოგური ვითარების დაკვირვების“ სისტემების განვითარებაზე, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი COVID-19-ის შემთხვევების გავრცელება.
პანდემიის განმავლობაში ევროპის რეგიონში დარეგისტრირებულია COVID-19 ინფიცირებული 2,6 მილიონი ადამიანი, დაავადების თვალსაზრისით გლობალური მაჩვენებლის ერთი მეოთხედი.კორონავირუსით გარდაიცვალა 195 000 პაციენტი, ანუ ევროპის რეგიონზე მოდის გარდაცვალების მსიფლიო სტატისტიკის 40%-ი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის თანახმად, ევროპის რეგიონში ყოველდღიურად თავს იჩენს ახალი კორონავირუსის 20 ათასი შემთხვევა, გარდაცვალების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 700-ს უდრის.
ჯანმოს ინფორმაციით, COVID-19-ის ინფექციის შემთხვევებმა მსოფლიოში 9,6 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა 489 000 პაციენტი.
რადიო თავისუფლება