ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებით სარგებელს არ იძლევა.
ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულმა მოგზაურობასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ „ასეთი ზომები არაეფექტურია“.
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისი მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს აძლიერებს.
ცნობისათვის, ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე ქვეყანამ სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერა, თუმცა მათმა უმეტესობამ მოგვიანებით ეს აკრძალვა გააუქმა.
IPN.GE