ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების თაობაზე დამაიმედებელი სიახლის მიუხედავად, მსოფლიოს წინ დიდი გზა ელის და ქვეყნები მხოლოდ ვაქცინას ვერ დაეყრდნობა.
ეჭვგარეშეა, რომ ვაქცინა უმნიშვნელოვანესი იარაღია პანდემიის კონტროლისთვის და მიმდინარე კვირაში დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღეთ კლინიკური ცდების პირველადი შედეგების თაობაზე. ისტორიაში აქამდე არასდროს ჩატარებულა ვაქცინის კვლევა ასე სწრაფად. ყველა ქვეყნისთვის ამ სამეცნიერო მიღწევით სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სამყარო მთელს იმედებს მხოლოდ ერთ მეთოდზე ვერ დაამყარებს და ჩვენს განკარგულებაში არსებული ბევრ სხვა ინსტრუმენტს ვერ უგულებელყოფს“, - განაცხადა გებრეიესუსმა.
მან ჯანდაცვის სფეროში ინვესტირების გაძლიერების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
IPN.GE