ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

access_time2020-06-01 17:11:59

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ:


“წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს მსოფლიო ეკონომიკა, პოლიტიკა და რაც მთავარია, მედიცინის არაერთი დარგი.


2017 წელს, ჯანმო-ს არჩევნებში, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ დირექტორის კანდიდატად წარმოადგინეს ცნობილი ბრიტანელი ექიმი, დევიდ ნაბარო, მაგრამ მათი ხმები გადაფარული იქნა აფრიკულ-აზიური ბლოკის მიერ, რომლის სათავეშიც იდგა და დგას ჩინეთი და ჯანმო-ს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს არაექიმი, ფრიად საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან. საიდუმლოს არ წარმოადგენს არც ის ფაქტი, რომ არაერთმა დამკვირვებელმა ამ არჩევნებს უაღრესად ბინძური და მანიპულირებული უწოდა. ცხადია, ამოტივტივდა ბატონი ტედროსის ქვეყანაში მის “მიღწევების” შესახებ გაყალბებული სტატისტიკური მონაცემებიც; მათ შორის ეთიოპიაში ქოლერის ეპიდემიის სამჯერ აფეთქების სრული დამალვა.


რაც ყველაზე საინტერესოა, ბატონი ტედროსის კანდიდატურას თავად პატიოსანი აფრიკელებიც ეწინააღმდეგებოდნენ; მათ შორის არაერთი ოპოზიციური პარტია მისი სამშობლო ეთიოპიიდან, რადგან ტედროსმა კარიერა აიწყო ეთიოპიის კომუნისტურ პარტიაში, რომლის ერთერთი ლიდერი სსრკ-ელებისათვის კარგად ცნობილი მენგისტუ ჰაილე მარიამი გახლდათ. ამ პარტიამ მილიონობით დოლარი გაიღო ბატონი ტედროსის საარჩევნო კამპანიისათვის.



გასაკვირი პრინციპში არც არაფერია. სსრკ-ში გამოზრდილ თაობებს კარგად გვახსოვს უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. ლიმიტით ჩასარიცხად გამოყოფილი ადგილები, სადაც მინიმალური ქულები იყო საჭირო და დაჯავშნული იყო მუშებისა და კოლმეურნეებისათვის. ზუსტად ამ პრინციპით ამოქმედდა გაერო-ც და მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც. შედეგი სახეზეა. კატასტროფული ფიასკო, მსოფლიო მასშტაბის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია ერთმა პანდემიამ და ამ კატასტროფის სრული სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.


ახლა წარმოიდგინეთ რამდენად სანდოა ეს ორგანიზაცია და მის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, მაშინ როცა მას არჩევნების ჩატარებაც კი არ შეუძლია კორუფციისა და გაყალბების გარეშე.


ძნელია არ გაიხსენო ფატუ ბენსუდა, იურისტი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან, გამბიიდან, რომელსაც აშშ-მ ვიზაც კი გააუქმა და რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმეებს არჩევს საერთაშორისო ტრიბუნალში. შეუძლია ვინმე ლოგიკურად მოაზროვნეს დაიჯეროს ამ ადამიანის ობიექტურობა და მოუსყიდველობა?


ამერიკის პრეზიდენტმა ძალიან არაპოპულარული, მაგრამ უაღრესად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვერ ახერხებ “თავლის” გაწმენდას, მაშინ სჯობს რომ მისი დაფინანსება შეწყვიტო.“– წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია
access_time2020-07-13 16:30:17
„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.   საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.   ქუთაისში,...

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში
access_time2020-07-13 17:00:29
ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა და შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებდა...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...


მსგავსი სიახლეები

up