კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი, სავარაუდოდ, საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება, რაც ინფექციის გაზრდის კუთხით ძალიან მაღალ გლობალურ რისკს წარმოადგენს და რამაც მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.
გაეროს სააგენტო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააჩქარონ პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია და უზრუნველყონ გეგმები ჯანდაცვის აუცილებელი სერვისების შესანარჩუნებლად.
„ომიკრონს“ სპაიკ-მუტაციების უპრეცედენტო რაოდენობა აქვს, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია პანდემიის ტრაექტორიაზე მათი პოტენციური ზემოქმედების გამო. „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი“, - ნათქვამია განცხადებაში.
imedinews.ge