მსოფლიოში, გასული 7 დღის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 5 236 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევები ჯანმო-ს ყველა რეგიონში გაიზარდა. გამონაკლისი მხოლოდ ევროპა იყო, სადაც ინფიცირების შემთხვევების 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა.
ამასთან, გასულ კვირაში, ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თავდაპირველად, მსოფლიოში გარდაცვალების შეთხვევები მილიონამდე 9 თვეში გაიზარდა, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე კი დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 3 თვის განმავლობაში გაიზარდა.
IPN.GE